"როგორც სუპერვარსკვლავი, ისე დაბრუნდა..." - შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ხუთეულშია

AutoSharing Option
კალათბურთის ჩემპიონთა ლიგამ იანვრის თვის საუკეთესო ხუთეული გამოარჩია. ჩვენდა სასიხარულოდ, საუკეთესოთა შორის "ტენერიფეს" ცენტრი შერმადინიც მოხვდა. გიორგისთან ერთად ხუთეულს დოგუს ოზდემიროღლუ, ტომას დიმსა, დი ჯეი კენედი და ლევი რენდოლფი ავსებენ.

სასიხარულო ამბავზე eurohoops-ი წერს:

"სეზონის სტარტზე ზურგის ტრავმის მიღების გამო ქართველ კალათბურთელს გარკვეული პერიოდი გაუცდა, თუმცა, როგორც სუპერვარსკვლავი, ისე დაბრუნდა.

შერმადინმა 1 თვეში 3 შეხვედრა გამართა და სამივეში მშვენიერი სტატისტიკური მონაგარი შემოგვთავაზა. აღსანიშნავია 2 ორმაგი დუბლიც. ეს შედეგი შთამბეჭდავი კიდევ იმითაა, რომ გიორგის გასულ 33 შეხვედრაში (ლიგაზე გულისხმობენ) არ ჰქონია".

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას "ტენერიფე" დღეს, 2 თებერვალს, "სტრასბურგის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული