ინდიანას პრეზიდენტი: ბევრი ზარი მივიღეთ, ვიცი გოგას აყვანა NBA-ის გუნდს სურს

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, "ინდიანა პეისერსმა" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა. 23 წლის კალათბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

"პეისერსის" პრეზიდენტმა კევინ პრიტჩერდმა გოგას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველის დამატებით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრი გუნდია დაინტერესებული.

"გოგასთან დაკავშირებით ბევრი ზარი მივიღეთ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მის აყვანას NBA-ის გუნდი გეგმავს. დარწმუნებული ვარ ბითაძე სხვაგან თავს გამოიჩენს. სამწუხაროდ, ჩვენთან ვერ მიიღო ის შანსი, რომელიც სჭირდებოდა".

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი
4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

alt"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

alt"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ევროპაში წასვლა-ჩასვლა უკან სვლაა,მერე ელოდე დრაფტს 24-25 წლების ასაკში,ეხლა ამერიკის საკალათბურთო სისტემაში,უმაღლეს საფეხურზე,თავისი გარაჟით და ნიჭით სოციალურადაც მაგრამ და მაღალი ხარისხის ქვეყანაშიც,ანაზღაურებითაც,მილიონერია,და ამოვარდნა ენების სისტემიდან,უკეთეს შემთხვევაში შენგელიას ვარიანტი იქნება,უარესში ცქიტიშვილის,მსოფლიოში "წოწიალით",ექვსთვიან-ერთწლიანი კონტრაქტებით და არამყარი ყოფით დასაქმების მხრივ,როგორც კალათბურთელი.
ზ.მ.
12 თებერვალი 2023 14:11
0
ჩემი აზრით თუ აქვს ნბაიში დარჩენის შანსი უნდა დარჩეს და შრომით დაამტკიცოს თავის თავი ვარჯიშიქ ბევრი საჭირო
soxoeeb
12 თებერვალი 2023 00:33
2
ათლეტიზმში თუ საგრძნობლად არ მოუმატა ამერიკაში დიდი კალათბურთის თამაში გაუჭირდება, არა და საკალათბურთო მონაცემი სწორედ ასეთი აქვს.
გიორგი
11 თებერვალი 2023 18:28
1
თუ კლუბიდან გაუშვეს, ანუ კონტრაქტი გაუწყვიტეს, ვისგან მიიღებდნენ ზარებს ან რაში აინტერესებთ სად წავა, ნუ იგონებთ რაღაც სტატიებს, ვითომ დიდი ინტერესია NBA-ში ბითაძეზე.
რეალურად შეხედეთ სიტუაციას არა სრული 4 წელი იყო Pacer-ში და ვერ გაქაჩა, მაგიტომ გაუშვეს.
NIka
11 თებერვალი 2023 18:24
19
ეგრე ხვიჩაც "ვერ ქაჩავდა" რუბინში თქვენაირ უაზრო მაზოხისტებს რომ კითხო რის აზრზე ხარ რომელ "რეალობაზე" ლაპარაკობ ტყუილად ნუ არაკუნებ აქ. ვინც აზრზეა და გოგას თამაშებს მართლა უყურებს თქვენ კი არა მთელი ამერიკა მაგას იძახის რომ მაგარი მოთამაშეა და სათამაშო დრო ჭირდება. კი არა ეს ხელმძღვანელობა თვითონ ესენიც აღიარებენ რომ ვერ გაქაჩა კი არა არ გააქაჩინეს დრო ვერ მივეცითო წაიკითხე მაინც წესივრად რას წერს
stf
11 თებერვალი 2023 20:28
6
გოგამ ევროლიგაში ერთი სეზონი ჩაატარა და პირველივე სეზონში ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს ამასთან, საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს,ერთი წელი უნდა დარჩენილიყო ევროლიგაში და მერე გადასულიყო NBA-ში!!!
მარი
11 თებერვალი 2023 17:41
1
როცა გადადიოდა მაშინ მეც ეს ვთქვი, თანაც არგუმენტების მთელი წყება მოვიყვანე - ნაადრევი იყო მისი ნბა-ში გადასვლა. გადავიდა და ვერც ფიზიკურად გაქაჩა და ვერც რამე ისწავა! არ ვიცი მისი ნებაა, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ დარჩება ნბა-ში იქნება ისევე როგორც იყო პეისერსში, დაბრუნდება ევროპაში და კვლავ გალიდერდება!
aburjga
12 თებერვალი 2023 13:06
0
თუ ენბიეის-ს რომელიმე გუნდი აიყვანს სოლიდურ სათამაშო დროის გარანტიით მხოლოდ ამ შემთხევაში აქვს აზრი დარჩენას. სადმე გადასვლა და ისევ შანსის ლოდინი შეცდომა იქნება ალბათ და მაშინ ჯობია ისევ ევროპაში დაბრუნდეს.
არტ
11 თებერვალი 2023 16:56
0
თავიდან არ უნდა აეყვანოთ, მაშინვე ჩანდა, რომ არ ჭირდებოდათ.
ეეე
11 თებერვალი 2023 16:55
0
ჩემი აზრით უკეთესია ევროპაში დაბრუნება.
G.LA
11 თებერვალი 2023 15:05
2
რეალს დახატავდა ბითა
მეგრელი
11 თებერვალი 2023 14:25
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული