შერმადინის "ტენერიფე" ვალენსიაში ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი შერმადინმა პირველი მატჩი ვალენსიაში გამართა. ამავე სახელწოდების გუნდთან გიორგის "ტენერიფე" თანაბარ ბრძოლაში ბოლო წამებზე დამარცხდა – 72:77.

გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მატჩი 6 ქულით, 3 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. ქართველი ცენტრი თავიდანვე საჯარიმოებით დაიტვირთა და ბოლო პერიოდის შუაწელში ის მოედნიდან პერსონალურების ლიმიტის გამო გავარდა. "ტენერიფეში" პირველი მატჩი გამართა არგენტინელმა ლეანდრო ბოლმარომ (9 ქულა), რომელიც "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, ბოლო წლებში კი NBA-ში გამოდიოდა, თუმცა ფეხი ვერ მოიკიდა და კარიერის
ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.

"ტენერიფეს" 20 მატჩის შემდეგ 14 მოგება, 6 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა. ესპანეთის ლიგაში მომდევნო შეხვედრას 11 მარტს "ხუვენტუდის" წინააღმდეგ გამართავს.

GBF

altშერმადინი ისევ MVP გახდა და "ტენერიფე" ესპანეთის სამეფო თასის ფინალშია!

altშერმადინი "ტენერიფეს" ესპანეთის თასის 1/2-ფინალში შეუძღვა, სადაც "ხუვენტუდს" დაუპირისპირდება

altგიორგი შერმადინმა "ტენერიფესთან" ერთად საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული