ტეხასელთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. "მამუმ" მეტოქის კალათში 6 ცდიდან ზუსტად 3 სამქულიანი ტყორცნა.
"ნიუ ორლეანსიდან" ბრენდან ინგრამმა საკუთარ გუნდს 32 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, "სან ანტონიო სპურსი" 19 მოგებითა და 53 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომდევნო მატჩს 23 მარტს "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუ ორლეანს პელიკანსი" 35 გამარჯვებითა და 37 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. ვილი გრინის გაწვრთნილი გუნდი 24 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.
სანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"
მამუკელაშვილის პირველი სასტარტო "სან ანტონიოში" და რეკორდულად მეტი – 33 წუთი მოედანზე [VIDEO]
https://twitter.com/11AWH/status/1638382150100582401