NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 30+ქულის დაგროვება 20 წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა:
ჯეილენ ბრაუნი - 33 ქულა
კევინ ლავი - 32 ქულა
კევინ დურანტი 30 ქულა
სანდრომ მეტოქის კალათში 7-დან 7 სამქულიანი მოათავსა, ქართველმა თამაშიდან 14-ჯერ ტყორცნა, საიდანაც მხოლოდ ერთი გააცუდა.
"ნიქსიდან" კარლ ენტონი თაუნსმა 35 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
"სპურსიდან" ასევე სტეფონ ქასლი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, "სან ანტონიო" 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 22 მარტს "ფილადელფია 76"-ის წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუ იორკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, "ნიქსი" 21 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიომ" "ნიუ ორლეან პელიკანსი" დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "სან ანტონიო" "შასრლოტთან" დამარცხდა [VIDEO]
მამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]