სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 120:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. იგი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ამ რაოდენობის აღებული ქულები დააგროვა, ასევე მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 20-ზე ნაკლებ წუთში ყველაზე მეტი (34) ქულა დააგროვა.

NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 30+ქულის დაგროვება 20 წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა:

ჯეილენ ბრაუნი - 33
ქულა
კევინ ლავი - 32 ქულა
კევინ დურანტი 30 ქულა

სანდრომ მეტოქის კალათში 7-დან 7 სამქულიანი მოათავსა, ქართველმა თამაშიდან 14-ჯერ ტყორცნა, საიდანაც მხოლოდ ერთი გააცუდა.

"ნიქსიდან" კარლ ენტონი თაუნსმა 35 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

"სპურსიდან" ასევე სტეფონ ქასლი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 22 მარტს "ფილადელფია 76"-ის წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, "ნიქსი" 21 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.

altმამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიომ" "ნიუ ორლეან პელიკანსი" დაამარცხა [VIDEO]

altმამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "სან ანტონიო" "შასრლოტთან" დამარცხდა [VIDEO]

altმამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
სანდრო საშუალოდ წუთში ქულას დებს, და ის ბებერი ქლიავი შანსს მაინც არ აძლევს, ათ წუთს ათამაშებს. იქნებ ამ მატჩის შემდეგ მაინც მიცეს მეტი წუთი.
იხვი
00:41 21-03-2025
0
ეს რა იყო ! ვააახ , სიმონ ტო !
ვახსიმონტო
20:04 20-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული