ფაჩულიას დახმარება დასჭირდებათ - "გოლდენ სტეიტი" მის ხელში ჩაგდებას წლებია ცდილობს

AutoSharing Option
როგორც San Francisco Chronicle-ის ჟურნალისტი კონორ ლეთორნო იტყობინება, "გოლდენ სტეიტ უორიორსი" წლების განმავლობაში ცდილობდა და ცდილობს ბერძენი ფორვარდის, იანის ანტეტოკუნმპოს ხელში ჩაგდებას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმის ომები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კევინ დურანტის ხელში ჩასაგდებად, რომელიც 2016 წელს გახდა კიდეც კალიფორნიული კლუბის წევრი.

ანტეტოკუნმპოს 2020 წელს შეუძლია "ბაქსთან" ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი ან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წელს დატოვოს.

ნაციონალურ ლიგაში თვლიან, რომ ბერძენი "მილუოკის" დატოვებას მოინდომებს, თუ გუნდის საჩემპიონო პერსპექტივების მიმართ რწმენა დაეკარგება.

თუმცა NBA-ში თვლიან, რომ "გოლდენ
სტეიტს" იანისის ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსი გაცვლის საშუალებით აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბერძენი ფორვარდი ზაზა ფაჩულიას კარგი მეგობარია, ქართველი კი "გოლდენ სტეიტის" სისტემაში ასისტენტად მუშაობს და საკუთარი პოზიტიური როლის შესრულება ამ ტრანსფერში მასაც შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
nu abuqeben
Gergo
12:35 09-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული