This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
"იუტას" რიგებიდან საუკეთესო მექულე დონოვან მიტჩელი გახლდათ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა 23 ქულა, 20 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის გარეშე დარჩენილ გუნდს ლუ ვილიამსმა ულიდერა. ლუმ 16 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
რეჯი ჯექსონის ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
"იუტა ჯაზმა" ბოლო 21 შეხვედრიდან 20 მოიგო და მოგება/წაგების ბალანსით ლიგას სათავეში უდგას. "ჯაზის" ანგარიშზე 24 გამარჯვება და 5 მარცხია.
რაც შეეხება "კლიპერსს", 21 მოგებითა და 9 მარცხით, გუნდი დასავლეთ კონფერენეციაში მე-3 ადგილს იკავებს.
ეს გუნდები ერთმანეთს 20 თებერვალს კვლავ დაუპირისპირდებიან.
კვლავ გოგას გარეშე... "ინდიანამ" მორიგი შეხვედრა მოიგო [VIDEO]