სუპერვარსკვლავების მორიგი გამარჯვება! უესტბრუქი ისტორიულ რეკორდს უახლოვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 აპრილს, "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით 121:100 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთსო ბრედლი ბილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 37 ქულა, 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

რასელ უესტბრუქის ანგარიშზე 15 ქულა, 14 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ. დღევანდელი სამმაგი დუბლი რასელისთვის რიგით 165-ე გახლდათ, რეკორდამდე კი 16 ასეთი შეხვედრაღაა. შეგახსენებთ, ყველაზე მეტი სამმაგი დუბლის ავტორი ოსკარ რობერტსონი გახლავთ, რომელმაც თავის დროზე სამმაგი 181-ჯერ დააფიქსირა.

რაც შეეხება "დეტროიტს", საუკეთსო აიზია სტიუარტი გახლდათ,
რომელმაც თავი 19 ქულით, 12 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, ზედიზედ მეოთხე გამარჯვების შემდეგ დედაქალაქელები პლეიოფს უახლოვდებიან. "ვიზარდს" 23 გამარჯვება და 33 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "პისტონსი" 17 მოგებითა და 40 წაგებით ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება.

"ვაშინგტონი" მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს, "დეტროიტი" იმავე რიცხვში "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება.

altსუპერდუეტმა ახალგაზრდები ოვერტაიმში დაამარცხეს და პლეიოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული