კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 16 მაისს, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 113:101 დაამარცხა.

"უორიორსის" რიგებში მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა გამართა სტეფ კარიმ, რომელმაც გუნდს 46 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. "ოქროს ბიჭუნა" ლიგის საუკეთესო მექულე მეორედ გახდა, რითაც გვერდში ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს, უილტ ჩემბერლენსა და კარიმ აბდულ ჯაბარს ამოუდგა, რომლებმაც თავის მხრივ, ლიგის საუკეთესო მექულის, სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და ჩემპიონობის ტიტული 2-ჯერ მოიპოვეს.

რაც შეეხება "გრიზლს", საუკეთესო იონას ვალანჩუნასი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა,
16 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე გავიდა, ე.წ. პლეი-ინში კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" 20 მაისს დაუპირისპირდება.

თავის მხრივ, "მემფისი" იმავე დასავლეთში მე-9 ადგილზე გავიდა, პლეი-ოფში გასასვლელად კი ამავე 20 მაისს "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული