"ფილადელფიამ" 26-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და აივერსონს გამარჯვება ვერ მიუძღვნა... [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 2 შეხვედრა გაიმართა.

"ფილადელფიამ" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 109:106 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩს ლეგენდარული ალენ აივერსონი ესწრებოდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც თავი 37 ქულით, 13 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

სეტ კარიმ 36 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ "ფილადელფიამ" 26-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა გუნდს 39 ქულა, 1 მოხსნა, 7 შედეგიანი გა
დაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

ლუ უილიამსმა 15 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მისი დადებითობის მაჩვენებელი +31 გახლდათ.

ამრიგად, "ატლანტა" სერიაში 3:2 დაწინაურდა, მომდევნო შეხვედრას კი 19 ივნისს, საკუთარ მოედანზე გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში "ქორები" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გადაინაცვლებს.


კავაი ლეონარდის გარეშე დარჩენილი "კლიპერსი" "იუტა ჯაზს" ესტუმრა და 119:111 დაამარცხა. კალიფორნიელებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და სერიაში 3:2 დაწინაურდნენ, დასავლეთ კონფერენციის ფინალამდე კი 1 მოგება იქნება საჭირო, ისიც ლოს-ანჯელესში.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ბოიან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც 32 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

დონოვან მიტჩელმა გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რაც შეეხება "კლიპერსს", პოლ ჯორჯმა თავი 37 ქულით, 16 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

პოლს მხარი მარკუს მორისმა აუბა, რომელმაც 25 ქულა, 2 მოხსნა, 2-იც შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

როგორც უკვე აღვნიშნე, კალიფორნიელები სერიაში 3:2 დაწინაურდნენ, ფინალში გასვლას კი 19 ივნისს, საკუთარ მოედანზე შეეცდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული