დღეს, 21 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.
დასავლეთ კონფერენციაში კონფერენციის ფინალური ეტაპი დაიწყო. პირველ შეხვედრაში "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა და 120:114 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც 40 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
დევინს მხარი დეანდრე ეიტონმა აუბა, რომელმაც თავი 20 ქულით, 9 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება "კლიპერსს", პოლ ჯორჯმა გუნდს 34 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
რიჯი ჯექსონის
ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
ამრიგად, კონფერენციის ფინალურ დაპირისპირებაში "სანსი" 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კვლავ ფინიქსში, 23 ივნისს გაიმართება.
მეორე შეხვედრა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალისტის ვინაობას არკვევდა. "ფილადელფიამ" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 103:96 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო კამერუნელი ცენტრი ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
ტობიას ჰარისმა გუნდს 24 ქულა, 14 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
რაც შეეხება "ატლანტას", კევინ უერტერმა თავი 27 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ტრეი იანგმა 21 ქულა, 3 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, კონფერენციის ფინალში "მილუოკი ბაქსი" და "ატლანტა ჰოუქსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველი შეხვედრა 24 ივნისსაა ჩანიშნული.