ტრეი იანგმა ბევრი ხატა, რეკორდი დაამყარა და 2-გზის საუკეთესო მოთამაშეს პირველი თამაში "მოჰპარა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ფინალური დაპირისპირება გაიმართა. "მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 116:113 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 34 ქულით, 12 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ 33 ქულა, 4 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა გუნდს 48 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. ახალგაზრდა ვარსკვლავი პირველი კალათბურთელი გახლდათ,
რომელმაც 45 ან მეტი ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ჯონ კოლინსის ანგარიშზე 23 ქულა, 15 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ამრიგად, "ატლანტამ" მილუოკიდან პირველი თამაში თავის სასიკეთოდ ჩაიწერა. მომდევნო შეხვედრა 26 ივნისსაა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული