შოუ მილუოკში - "ბაქსის" ძირითადმა ხუთეულმა 111 ქულა ჩააგდო და სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 ივლისს, ნაციონალურ საკათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 11-ქულიანი უპირატესობით, 123:112 დაამარცხა. ლიდერების გარეშე დარჩენილმა გუნდებმა ბოლომდე იბრძოლეს და გულშემატკივარს შესანიშნავი თამაში შესთავაზეს.

იანისის არყოფნაში "მილუოკს" ბრუკ ლოპეზმა ულიდერა. ბრუკის ანგარიშზე 33 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება გახლდათ.

ჯრუ ჰოლიდეიმ 25 ქულა, 6 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ზოგადად გუნდის ძირითადმა ხუთეულმა 111 ქულა ჩააგდო, სათა
დარიგოებმა კი - 12.

კრის მიდლტონმა, ბობი პორტისმა და პიჯეი ტაკერმა ჯამში 53 ქულა მიითვალეს (26 - კრისი, 22 - ბობი და 5 - პიჯეი).

რაც შეეხება "ატლანტას", ტრეის არყოფნაში საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, "ბაქსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 ივლისს ატლანტაშია ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული