"ჩიკაგო" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და მეორე მეოთხედის ბოლოს წინ 21-ქულიანი სხვაობითაც იყო, თუმცა "კავალიერსის" 45-ნომრიანი მოთამაშის პერფორმანსმა ყველაფერი გადაფარა.
"კლივლენდის" ლიდერმა დონოვან მიტჩელმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გამთამაშებელმა 71 ქულა, 11 შედეგიანი პასი და 8 მოხსნა მიითვალა. შედვედრის ბოლო წამებზე "ბულსი" მეტოქეს 3 ქულის სხვაობით ამარცხებდა, მიჩელმა კი 2 საჯარიმო სროლის უფლება მიიღო. "იუტას" ყოფილმა კალათბურთელმა მეორე სროლა განზრახ გააცუდა, შემდეგ თავად დაამატა და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში დონოვანმა გუნდს ბოლომდე ულიდერა და "კლივლენდმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
"ჩიკაგოს" მხრიდან დემარ დეროუზანმა გუნდს 44 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 4 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "კავალიერსი" 24 მოგებითა და 14 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. ჯეი ბი ბიკერსტაფის გუნდი მორიგ შეხვედრას 5 იანვარს "ფინიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ჩიკაგო" 16 გამარჯვებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. ბილი დონოვანის გუნდი 5 იანვარს "ბრუკლინ ნეთსს" დაუპირისპირდება.
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]