"ოქროს შტატელები" მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 18 ქულიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა ნიკოლა იოკიჩისა და აარონ გორდონის კარგი თამაშის წყალობით, "ნაგეთსმა" ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლო წამებზე სერბის სასწაული ტყორცნით მატჩის მოგებაც შეძლეს.
აღნიშნულ შეხვედრაში ნიკოლა იოკიჩმა 34 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.
აარონ გორდონმა თავი 30 ქულით, 9 მოხსნითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
"გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სეფ კარიმ საკუთარ გუნდს 30 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "დენვერი" 25 გამარჯვებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. "ნაგეთსი" მომდევნო მატჩს 6 იანვარს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 16 მოგებითა და 18 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი 6 იანვარს, "დეტროიტ პისტონსს" დაუპირისპირდება.
გოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
"კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში მთავარი არ არის" - ნიკოლა იოკიჩი