ზედიზედ მესამედ - "ბოსტონ სელტიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "ბოსტონ სელტიკსმა" "კლივლენდ" კავალიერსი 113:98 დაამარცხა, სერიაში კი 4:1 მოუგო და კონფერენციის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.

"ბოსტონიდან" საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახდა. "სელტიქსის" ლიდერმა" 25 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა.

"მწვანეების" ცენტრმა ალ ჰორფორდმა 22 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.

"კავალიერსიდან" ევან მობლიმ საკუთარ გუნდს 33 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.

აღსანიშნავია, რომ "კლივლენდს" ტრავმის გამო ბოლო ორ მატჩში გუნდის ლიდერი დონოვან მიტჩელი აკლდა.

"ბოსტონ სელტიქსი" აღმოსავლეთ
კონფერენციის ფინალში "ნიუ იორკ ნიქსსა" და "ინდიანა პეისერსს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამჟამად "ნიქსი" "პეისერსს" სერიაში 3:2-ს ამარცხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული