შიო ხეცურიანი: კალათბურთის ფედერაცია ცდილობს, არჩევნები გააყალბოს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

"მიმდინარე წელს შეიქმნა საქართველოს კალათბურთელების გაერთიანება, რომელიც 64 მოთამაშისგან შედგება და მისი თავმჯდომარე გიორგი ცინცაძეა.

ამ გაერთიანებამ მიმართა ფედერაციას და გამგეობას, მიეღო სრულუფლებიან წევრად და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. კალათბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ეს არის უსამართლობა და არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება.

კალათბურთელებს ჩამოართვეს თავიანთი პოზიციის გამოხატვის უფლება. ამ კალათბურთელებში არიან მოთამაშეები როგორც სუპერლიგიდან, ასევე სხვადასხვა კლუბიდან.

ისინი ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები.

ფედერაცია არ არის ეფექტური და არ არის ერთიანი. კარგი მმართველობის პრინციპებიდან
თითქმის ყველას არღვევს დღევანდელი ფედერაცია. ჩვენმა იურისტებმა რამდენჯერმე მიმართეს ფედერაციას, გაესაჯაროებინა ხარჯები, კალათურთელთა სია, მაგრამ პასუხიც არ გაგვცეს.

ბავშვთა კალათბურთი არის ცუდ მდგომარეობაში, სუპერლიგა არის საშინელ დღეში, მატჩებს 30 კაცი ესწრება.

ნაკრები აჩვენებს კარგ შედეგებს, თუმცა პოპულარიზაცია კალათბურთის არ ხდება. მავნებლური არის აქამდე მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. მაგალითია "ბასკონია", რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი ხელშეკრულება არ უნდა გააფორმო.

სხვა ქვეყნის მოქალაქეებში ფედერაციამ არ უნდა ჩადოს ინვესტიცია და არ შეიძლება საუკეთესო ბავშვები გავუშვათ ბასკონიაში და ამაშიც მილიონები ვიხადოთ.

მსურს მასობრიობის გაზრდა, მოთმაშეების რაოდენობის გაზრდა, მსაჯების კვალიფიკაცია და ფინანსების სწორი მართვა. ასევე ვთვლი, რომ აუცილებელია სწორი მარკეტინგი და პიარი.

უნდა იყოს კალათბურთი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. სამწუხაროდ, ბოლო წლებია, არცერთი ნიჭიერი ბავშვი არ იქნა ფედერაციის ხელშეწყობით განვითარებული.

ფედერაციამ ისიც არ იცის, რამდენი ქართველი კალათბურთელია, რადგან ან არა აქვთ სიები, ან არ გვაწვდიან.

რაც შეეხება გამგეობას, მათაც არ იციან, რა კრიტერიუმით არის შერჩეული. ორმაგი სტანდარტი არის გამოყენებული. ვერ აგვიხსნეს, თუ რატომ არ შეუძლია რეგიონალურ კალათბურთელთა სკოლას ხმის მიცემა.

უსამართლობაა აგრეთვე, რომ კოტე ტუღუში გამოუშვეს ნაკრებიდან.

უსამართლობაა, რომ" ქუთაისი" დაიჩაგრა და ჩვენი მხარდაჭერის გამო არ გადაერიცხათ თასის ფინალის 50 000 ლარი.

ჩვენ შევძლებთ სამართლებრივად მოვიგოთ არჩევნები.

პაატა გურასპაულმა პირდაპირ ეთერში იცრუა. მან თქვა, რომ ის არ არის ფედერაციის კანდიდატი. კანონი სიცრუეს არ კრძალავს, მაგრამ მორალი და ზნეობა არეგულირებს.

არ ვიცი, ახლა ბლანკებს გააყალბებენ თუ არა, ფაქტია, მოსამზადებელი პერიოდი კულტურულად გააყალბეს.

ფაქტია, გაბრიჩიძე იყო ნომინალური პრეზიდენტი და სხვები მართავდნენ", - თქვა ხეცურიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ოფიციალურად დარეგისტრირებული კანდიდატი ამ დროისთვის მხოლოდ შიო ხეცურიანია, მაგრამ გავრცელებული ინფომარციით არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებენ პაატა გურასპაული და კახა შენგელია.

- გიორგი ცინცაძე: ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაწილობრივ ვეთანხმები, რომ განვითერბა არ ხდება (თუ ხდება კუს ნაბიჯებით) კალათბურთის მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა კალათბურთის, რა ხდება უნდა ნახოთ არაპროფესიონალიზმი და ა.შ.
dato
11:53 17-11-2017
0
მე ვიმეორებ. ეს კაცი ინტრიგანს გავს. მე მგონი ქართულ კალათბურთმა, ქართული ფეხბურთის ბედი გაიზიარა.
haha
20:57 17-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული