ზაზას აკადემიამ ახალგაზრდულ ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდელთა გუნდის წარმატება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით ტურნირში. აკადმეიელებმა, რომელთა უმეტესობა საქართველოს ამ ასაკობრივი ნაკრების წევრები არიან, საბერძნეთის ქალაქ პატრასში მიმდინარე ევროლიგის ასაკობრივ გათამაშებაში ბერძნული “ოლიმპიაკოსი” დაამარცხეს. ეს გახლავთ ტურნირი სახელწოდებით Adidas Next Generation და თითქმის ყველა ევროპელი კალათბურთელი, რომელიც დღეს ბრწყინავს ჩვენს კონტინენტზე თუ ნბა-ში, თავის დროზე ამ ტურნირში უთამაშია.

ბერძნული გრანდის დამარცხებამდე ქართველებმა ესპანურ „ბარსელონასთან“ ღირსეულად ითამაშეს (64:78) და ისრაელის „მაკაბისთან“ დამარცხდნენ (44:93).

„ბარსასთან“ მატჩში გამოირჩნენ ლუკა ალავიძე (18 ქულა) და გიორგი ოჩხიკიძე (19).
„მაკაბისთან“ 10 ქულამდე ვერც ერთმა ჩვენიანმა ვერ მიაღწია, 9 ქულა გიორგი ოჩხიკიძეს ჰქონდა, 8 ქულა და 7 მოხსნა – ლუკა კუჭუხიძეს.

ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებაში ლომის წვლილი ლუკა ალავიძემ შეიტანა, რომელმაც 21 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი მიამატა. მისი შეჩერება პირეოსელებს ძალიან გაუჭირდათ. შედეგად, ლუკამ 18 საჯარიმო სტყორცნა და 15 ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს მიაღწია.

მატჩები იმართება ქალაქ პატრასში, სადაც ბერძნული უმაღლესი ლიგის გუნდ „პრომითეასში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მუშაობს.

ხვალ, 27 მარტს ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემიის გუნდი მე-5 ადგილისთვის ბოლო თამაშს Helsinki Basketball Academy-ის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 13:15-დან დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლუკა ალავიძე წაიყვანოს რომელიმე ევროლიგის გუნდმა
ბექა
23:25 26-03-2022
0
მოგება კარგია ,მაგრამ რის ხარჯზე საკიᲗხავი ეს არის ერᲗი ბავᲨვის გუნდია და Თუ ეს გუნდი საქარᲗველოᲨი ერᲗ ერᲗი Ძლიერია და ასე ᲗამაᲨობს,მაᲨინ საქარᲗველო ევროპის დონეს ვერც Შესწვდება მომზადებიᲗ,საᲨინელებაა Თუ ქარᲗულ კალაᲗბურᲗᲨი რამე არ Შეიცვალა ბავᲨვები ტყუილად დაგვყავს.რა გუნდებიც ᲗამაᲨობენ ბავᲨვები დაფრინავენ რასაც ქვია. Ძაან დაბალი დონეა და ბოლოს ფედერაციამ კიდო ინებოს და Ჩაატაროს ასაკობრივი ტურნირები ისე კი არა რომ ახლა დაიწყონ და ივნისᲨი მორᲩესა.სექტემბრიდან უნდა დაიწყოᲗ და ᲗვეᲨი ორ ორი ᲗამაᲨი მაინც უნდა იყოს.ყველა პირობაა Შექმნილი.206 სმ სიმაᲦლის ბავᲨვი მყავს და ზის სახლᲨი.ᲗამაᲨაი Თუ არ იქა ვარჯიᲨსს აზრი არა აქვს,ხომ ვნახეᲗ ამ ტურნერზე ევროპა რა დინეა და Ჩვენი.ახლა მაინც გაახილეᲗ Თვალები
მოქალაქე
10:33 27-03-2022
1

სიახლეები პოპულარული