შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის პირველი პერიოდი დინამოელებმა 25:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის მუია ტაჩის გუნდი 3 ქულას იგებდა. გარდატეხა მოხდა მესამე პერიოდში, რომელიც
თანაბარ ბრძოლაში, როცა ანგარიშში მცირედი სხვაობა იყო, გარდამტეხი გამოდგა ბექა ჩიკვილაძის ჩაჭრა, რომელიც ვერელების უკანახაზელმა მატჩის ბოლო წუთზე განახორციელა და ის ჯარიმით შეაჩერეს. ჩიკვილაძემ 1 საჯარიმო ჩააგდო და “ვერა” 72:69 დააწინაურა. მატჩის ბედი მაშინ გაირკვა, როცა დინამოელთა ახალგაზრდა ფორვარდს, ირაკლი კილაძეს ფარქვეშ მოპოვებული ბურთის შემდეგ 2 საჯარიმოს სროლის უფლება მიეცა და ორივე ააცილა. ვერელთა ამერიკელმა უკანახაზელმა ბრენდონ სლაიმ გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და თავის გუნდს მოგება გაუნაღდა.
გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 10 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 17 ქულა მიითვალა ბექა ჩიკვილაძემ, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. “დინამოში” 16 ქულითა და 10 მოხსნით ტაილერ უილიამსი გამოირჩა. 16 ქულა და 5 მოხსნა სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე დაგროვდა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით