"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა

AutoSharing Option
სუპერლიგაში ლიდერი შეიცვალა – “ბათუმმა” “დინამო” დაამარცხა და თუკი ამ ტურის ხვალიდნელ შეხვედრაში თსუ “მგზავრებს” ვერ მოუგებს, ლიდერობას შეინარჩუნებს.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა დღეს დაწყებული მე-12 ტურის მატჩში "დინამოს" უმასპინძლა და უშუალო კონკურენტი დამაჯერებელი სხვაობით – 98:85 დაამარცხა. ზღვისპირელები პირველივე წამებზე რომ დაწინაურდნენ, დარჩენილ დროში ლიდერობა აღარ დაუთმიათ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი დინამო, რომელიც პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზე იყო და ბოლო 2 მტჩის წაგებით მეოთხემდე დაქვეითდა, ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი ცინცაძითა და კიდევ 2 ამერიკელი ლეგიონერით გაძლიერდა. თუმცა ცინცაძე ტრავმირებულია,
ემილ ჩუკაკას გათავისუფლების ფურცელი არ მიუღია, ხოლო მესამე ახალწვეულმა ტაირელ ჯონსონმა დღევანდელ მატჩში 15 წუთში 10 ქულა ჩააგდო.

ბათუმელებმა პირველ პერიოდში 25:17 აჯობეს დინამოელებს, თუმცა სტუმრებმა მეორე ათწუთეულის მოგებით დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და წარმატების იმედი მიეცათ. ნათქვამია, ვინც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს მატჩსო და ეს აზრი ამ შეხვედრაშიც გამართლდა. აღნიშნული მეოთხედი ბათუმელებმა 27:16 მოიგეს, 16-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს. დარჩენილ დროში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ დასრულებამდე 7 წუთით ადრე მეტოქეს 9 ქულით მიუახლოვდნენ. ეს იყო მათი მაქსიმუმი.

მასპინძელთა გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან გუნდის წამყვან პოზიციებზე გამწესებულმა კალათბურთელებმა – გამთამაშებელმა ნიკოლაოს დიპლაროსმა და ცენტრმა იკოლა ვუიოვიჩმა – უბადლოდ ითამაშეს. ამას დაუმატეთ ფრთის პოზიციაზე მყოფი კოლინ მალკოლმის ჩაგდებული 27 ქულა და ბათუმელთა გამარჯვება გაუსაჩივრებელი იქნება.

ბათუმელებს სოლიდური პროგრესი აქვთ და მეორე წრეში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ დამსახურებულად არიან პირველ ადგილზე. სუპერლიგის მე-12 ტურის მორიგი 2 შეხვედრა შაბათს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ტურის დარჩენულ ორ მატჩს კი რუსთავი და ქუთაისი კვირას უმასპინძლებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმემ ხომ არ იცის გენტის თამაშის ყურება სად შეიძლება
Grisha
23:45 07-02-2020
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0