ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თიბისი სერიის პირველი მატჩში "დინამო არენაზე" კანადა გაანადგურა 54:22, ჩვენი გუნდის მწვრთნელი მილტონ ჰეიგი შეგირდების გარჯით ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა.

მისი თქმით, პირველი სერიის შეხვედრა მუდამ რთულია, ახალგაზრდებმა თავი ჩინებულად წარმოაჩინეს, ადრე რომ ეთქვათ, ასეთ მოწინააღმდეგესთან 54 ქულას აიღებდნენ, დაუჯერებელი იქნებოდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და თამაშის ანალიზის გაკეთებაა საჭირო.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ უელსთან დაპირისპირებისთვის სათანადოდ მომზადებაა აუცილებელი და ყველაფერია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მილტონს გაუგრძელეთ კონტაქტი, რა ცესია წლის ბოლომდე რომ აძლევთ მილტონს კონტაქტს დაქცეული ფეხბურტის ნაკრების მწვრთნრლს ოწლიანი კონტრაქტი და მილიონები მისცეს. Aეს კაცი კი აქ ჩამოვოიდა სული და გული ჩადო რაგბში და კონტრაქტის გაგრზელება სანატრელი უნდა ქონდეს? სურცხვილი რაგბის ფედერაციას.
giio
12 ნოემბერი 2017 01:02
2
რატომ სირცხვილი?მილტონ ჰეიდს და რაგბის ფედერაციას შემუშავებული აქვთ რაგბის განვითარების გეგმა,თამაშის სტილის ზელანდიურთან მიახლოვებით.ამ გეგმაას მიჰყვებიან გეგმაზომიერად და ჰეიგმა იცის,რომ კონტრაქტი გაგრძელდება,მით უმეტეს ,რომ საქმე აშკარად წარმატებით მიდის წინ,ასე რომ ამ მხრივ მას სანერვიულო არაფერი აქვს.
სოსო
14 ნოემბერი 2017 21:31
0
ძალიან კარგი თამაში, ალბათ ერთერთი საუკეთესო ჩვენი ნაკრების შესრულებით. ბიჭები ძაან მოტივირებული იყვნენ და 2 ბრწყინვალე ლელო, რომლებიც შესაძლოა ამ წლის საუკეთესო ლელოდაც დასახელდეს.
საღოლ!
11 ნოემბერი 2017 23:40
2
ბატონო მილტონ ჰეიგ, დიდი დიდი მადლობა!!
Georgia
12 ნოემბერი 2017 08:35
0
ვისაც წარმატებები აქ მას გაუხანგრძლივეთ კონტრაქტი ნამდვილად იმსახურებს ამას ჰეიგი ბრავო მას ბიჭებტან ერთად
joni
12 ნოემბერი 2017 06:39
0
სამი მიღებული ლელოდან 2 მართლაც წამიერი მოდუნების შედეგია რასაც მაღალ დონეზე არავინ გაპატიებს. მთლიანობაში კანადელები გვარიანად დავიბრიყვეთ, იოლი სათქმელია ამოდენა ქვეყნის ნაკრები. ყოჩაღ ჰეიგ, ყოჩაღ ბიჭებს, ალალი იყოს თქვენზე ყველა სიკეთე.
ზურაბ
12 ნოემბერი 2017 14:47
0
კი მაგარი კარგია დიდი ანგარიშით მოუგეთ. გადაცემებში შეცდომები არ იყო. ხელით თამაში დახვეწილი იყო ანუ ბურთი არ უვარდებათ წნეხის ქვეშ. კანადასგან 22 ქულა მაგრად არ მესიამოვნა უელსელებთან თამაშის წინ. უელსთან 10 ქულიანი სხვაობით თუ წავაგეთ უკვე წარმატებაში უნდა ჩაითვალოს.

gio
12 ნოემბერი 2017 20:16
0
ბატონ ჰეიგს უდიდესი მადლობა.რაგბისტებო,სულ წარმატებებიტ გევლოთ.პ.ს.ბატონ ჰეიგს არამარტონ კონტრაკტი ინდა გაუგრძელოთ,არამედ ყველა პირობა უნდა შეუკმნათ,რომ საკართველოში დარჩეს,რამეთუ მსმენია,რომ უთკვამს-საკართველოში სიამოვნებით დავრჩებოდი საცხოვრებლადო
ნინი
14 ნოემბერი 2017 11:17
0
კანადელებისათვის აშკარა სიურპრიზი იყო ჩვენი უკანა ხაზის ასე სწრაფი თამაში,ჩვენ მხარეს დადებული ორი ლელო ყურადღების მოდუნების და წამიერად თამაშიდან გამოთიშვის შედეგი იყო,რაც ცხადია არც ერთ მწვრთნელს არ მოეწონება.შეტევაში კი .....უუჰ,მართლა კარგი იყო.
სოსო
12 ნოემბერი 2017 12:30
0
რაგბისტებს დიდი მადლობა მაგარი ბიჭები არიან მივხედოთ რაგბს, ფეხბურთი მოკვდა საქართველოში
chemipita
16 ნოემბერი 2017 00:25
0
უელსთან ვფიქრობ იგივე შემადგენლობით უნდა გავიდეთ, მხოლოდ კოშაძის მაგივრად მეკო რომ დააყენონ ფლანგზე უკეთესი იქნება, გამოცდილება ბევრს ნიშნავს უელსთან
QOMAGI
12 ნოემბერი 2017 19:43
0

სიახლეები პოპულარული