მერაბ შარიქაძე: ერთი წამით არ მიფიქრია ნაოპერაციევ ფეხზე, ამის უფლება არ მქონდა

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში სამოას ძლევის შემდეგ, ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრა.

"ასეთ ძლიერ გუნდთან კარგა ხანია თამაში არ შემოგვიტრიალებია. გადამწყვეტი ის იყო, მიღებული ლელოს შემდეგ ვამბობდით,  ნურავინ ნუ ვიფიქრებდით იმას, რომ თამაში წაგებული იყო. ეს ჩვენი ზრდის ნაწილია. არ შეიძლებოდა ყურები ჩამოგვეყარა და გვეთქვა, რომ უკვე ვეღარ დავეწეოდით.

ვიცოდით, უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა და გავიმარჯვეთ.

ერთი წამით არ მიფიქრია ნაოპერაციევ ფეხზე, ამის უფლება არ მქონდა, არც დრო. ისე, უკეთესი მატჩებიც ჩამიტარებია. ჩვენს საუკეთესო სათამაშო ფორმას დავიბრუნებთ, რასაც რა თქმა უნდა,
დრო სჭირდება.

კი მოვიგეთ, მაგრამ 3 შეხვედრაში წაგების გამო, გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ. დღეს სიმბოლურად აღვნიშნავთ გამარჯვებას და ქომაგებს მოვუწოდებ, ტონგასთან მატჩზე მოვიდნენ და ერთად გავიმარჯვოთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბებერმა და ახალგაზრდა ლომებმა, თავიანთი ოქროს ფაფრები გაშალეს, აჯაგრდნენ და “ზღვის არწივებს” ძვლების მტვრევა აუტეხეს. ყველას დაანახეს თუ ვინ არის აქაურობის ბატონ-პატრონი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ხვად ლომებს “სამყურები” და “მუქი ლურჯები” უკვე დაგორებული ყავს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და გამომდინარე აქედან წინ კიდევ უფრო ბედნიერი წუთები გველის.
P.Ś. პატივცემულო, რედაქციავ - ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა რეკლამამ, სამჯერ წამართვა სქროლი და მომიწია სამჯერ დამეწერა ერთი და იგივე ტექსტი. იქნებ გაასწოროთ ეს ხარვეზი. დიდი მადლობა.
TaniLife
22:07 24-11-2018
0
საუკეთესო ხარ ბუკა! მსოფლიოსთვის გვჭირდები და ერიდე ტრავმას.
ბუკას
09:30 18-11-2018
0

სიახლეები პოპულარული