სერხიო პარისე: ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ექვსი ერის ტურნირზე უკანასკნელი 17 მატჩი წააგო. ბოლოს მათ გამარჯვებას 2015 წლის 28 თებერვალს შოტლანდიასთან მიაღწიეს, მიმდინარე წლის 2 თებერვალს კი 6 ერის ფარგლებში მათი მეტოქე ისევ შოტლანდიის ნაკრებია.

ბრიტანული Independent-ი იტალიური რაგბის კრიზისის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

სტატიაში იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისე საქართველოს ნაკრების შესახებაც საუბრობს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი გამარჯვება არ მოგვიპოვებია. დავამარცხეთ საქართველო, იაპონია, ფიჯი და სამხრეთი აფრიკა. ეს გუნდები რეიტინგში ჩვენ ახლომახლო არიან და ხანდახან ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო ჩვენზე წინაცაა.

გასულ
წელს შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ, თუმცა ტურნირი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ. პროგრესს განვიცდით, თუმცა ეს შედეგში არ გამოისახება. ამის შეცვლა გვსურს.

ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. იტალია ექვს ერში შემთხვევით არ მოხვედრილა. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რათა დაგვემტკიცებინა, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ და გზაზე კარგი გუნდები დავამარცხეთ.

გასულ წლებში ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ. ამის შემდეგ ხალხს ჩვენ მიმართ შეკითხვები გაუჩნდა. ისინი ფორმატის ცვლილებაზე ფიქრობენ, რადგან საქართველო კარგად ასპარეზობს. ვფიქრობ, ამ ხალხმა პატივი უნდა სცეს იმას, რასაც მივაღწიეთ.

ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ. ისინი ვითარდებიან და ეს მათთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გასულ ნოემბერში, როცა მათთან ვითამაშეთ და დავამარცხეთ, უკვე დავუმტკიცეთ, რომ სხვა დონეზე ვართ." - განაცხადა სერხიო პარისემ.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა 2018 წლის 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, 28:17 დასრულდა.

alt5 დებიუტანტი და ახალგაზრდები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 27 /
იტალიასთან მარცხი იყო ჩვენი ნაკრების და მწრთვნელის ელემენტარული შეცდომების შედეგი და არა იტალიის კარგი თამაშის დამსახურება. სისტემატიურმა შეხვედრებმა უნდა გამოავლინოს ძლიერი გუნდი.
ჩვენ სახვეწარი გვაქვს მსგავსი ტესტ მატჩები და ესენი უკვე 18 წელია ექვს ერში ასპარეზობენ და მაინც ფაქტიურად ყოველ წელს "ხის კოვზის" ნომინანტები არიან.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ექვს ერში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენ უკეთესები ვიქნებით, მაგრამ ლოგიკურად სადაც იტალიის ნაკრები იმსახურებს თამაშს იქ ჩვენც უნდა გვქონდეს მონაწილეობის პრეტენზია.
Zero
30 იანვარი 2019 11:20
0
იცი რა არის? 18 წლის განმავლობაში 6 ერში თამაში იმდენად გაზრდიდა საქართველოს რომ ამ ეტაპისთვის იტალიას რომ აქვს მოგებები , ჩვენ სულ მცირე 4 ჯერ მეტი გვექნებოდა, 18 წელიწადში გუნდი ვერ გაიზარდა, ვერააააა! ძაღლი მყავს და იმ 18 წელიწადში ესაც კი უკეთესი მორაგბე დადგებოდა სისტემატურად იმ ხუთეულთან რომ ევარჯიშა.........
გელა
05 თებერვალი 2019 14:51
0
ჩვენ კი გვინდა სხვანაირად, მაგრამ რეალობა ეს არის: ზაფხულის ტურნემ და იტალიასთან მატჩის შედეგებმა დიდი ზნით გამოკეტა 6 ერის კარი ჩვენთვის. მარტო წაგებაზე არ არის საუბარი, თამაშის ხარისხზე გამოჩნდა რომ ჯერ ადრეა. მიზეზები ბევრია, მოთამაშეები გვაკლდა იტალიასთან, ოკეანეთის კლიმატი, იაპონიასთან უკვე დაღლილი და ა.შ , მაგრამ ფაქტია - ასეთი ამბიცია როცა გაქვს ამ მიზეზებით ვერ გაამართლებ ჩაგდებულ თამაშებს. ახლა მითუმეტეს თაობათა ცვლა გვაქვს და მთავარია მსოფლიო არ ჩაგვივარდეს, დანარჩენი თავისით დალაგდება.
???
30 იანვარი 2019 00:35
10
თავისით?????????????
კოტე
30 იანვარი 2019 05:20
0
იტალიას ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში,გრანდები იყვნენ და რეგრესი აქვთ, რა გადაეკიდნენ რაგბს.
ჰეი
29 იანვარი 2019 18:10
1
Zero, წააგე! მორჩა, წერტილი. სხვა ყველაფერი, მათ შორის შენი მოსაზრება იმ თამაშთან დაკავშირებით, ტრუხა საუბარია. შანსი მოგეცა და ვერ ივარგე, მაშინ ცოტა მაინც მოიცადე რა! ესაა სულ...
Zuro
02 თებერვალი 2019 02:42
0
ჩვენთან იტალია რო ჩამოსულყო და მოგვეგო იტალიელებსას იგივეს ეტყოდი ალბათ. რაშიც ვერ ერკვევით არ გინდათ რა. გამოვლენ ექსპერტებივით. 10 უმარტივეს კითხვაში არამგონია ორზე მეტი სწორი პასუხი გამცე რაგბს რაც ეხება
ზურიკოს
02 თებერვალი 2019 23:33
0
სერჯო
მენტორი
30 იანვარი 2019 14:10
0
მე არ მესმის რატომ უნდა მისცეს საქართველომ იტალიას თამაში და რატომ უნდა იყოს იტალია უცილობლად 4 გზის ჩემპიონი და საფრანგეთი 2გზის როცა ბრაზილიას შეეძლო ყოფილიყო 8 გზის ჩემპიონი.
sdfffff
29 იანვარი 2019 18:15
13
რათ მინერვიულებთ ამ კაცს?! ))
გელა
30 იანვარი 2019 09:46
0
რეებს ბოდიალობ?
Saba
30 იანვარი 2019 04:44
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული