რუსეთი დამარცხებულია - "ბორჯღალოსნებმა" "დათვებს" 22:6 სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.

31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.

50-ე წუთზე ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა.

58-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა იური კუშნიაროვმა და ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა, თუმცა 9
წუთში მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.

ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.


მკითხველის კომენტარები / 48 /
ვითომ პროფესორებო დაოკდით !!! მაგარი ბიჭები გვყავს და უბრალოდ ბრავო. წვიმაში ცოტა გაჭირდა რეალური ძალის ჩვენება. მიღწეული შედეგი საამაყოა. რაც შეეხება ცვენი რაგბის მომავალს, 6 ერში უნდა მიგვიღონ აუცილებლად, სხვა გზა არ არი
neo
18 მარტი 2019 09:54
7
მაგარი ბიჭები რომ გვყავს,იმიტომ მოვითხოვთ მეტს,თორემ ვისაც არ შეუძლია,იმას რა უნდა მოსთხოვო.თანაც კრიტიკა მოგებული მატჩის შემდეგ სჯობია.წაგებულზე თავისი სიმწარეც ეყოფათ.იაპონია კი ზღვისპირა ქვეყანაა და წვიმებიც ხშირია. ასე რომ გვინდა თუ არა,უნდა შევძლოთ ხელით უკეთესად თამაში.ექვს ერზე უკეთესი რა იქნება,მაგრამ ხომ ვნახეთ, რას ბოდიალობენ რაგბის მამები?არ აწყობთ ჩვენი მიღება და ძალით, ვერ შეუვარდები.
სოსო
18 მარტი 2019 11:26
0
სხვა გზა არის და 6 ერში უნდა მიგვიღონო ძალიან ხმამაღალი ხომ არ არის? 6 ერსა და რაგბი ევროპას შორის შუალედი არ იძებნება? ინგლისი-შოტლანდია ნახეთ? არის იქ ჩვენი ადგილი? რომ დაგიჩემებიათ განვითარებისთვის 6 ერი გვჭირდებაო, საერთოდ ბურთს არ დაგვაკავებინებენ და ისევ დაცვას თუ განვავითარებთ მათთან თამაშით. სწრაფი შეტევითი რაგბი შენი დონის ქვეყნებთან უნდა განავითარო.
???
18 მარტი 2019 21:29
1
დიდი მადლობა ბიჭებო, გილოცავთ გამარჯვებას. მე პირადად რუსებთან მხოლოდ გამარჯვება მინდა, ესაა პირველი და უმთავრესი თხოვნა. თხოვნა შესრულებულია! ასე გააგრძელეთ რუსების რბევა. ამაზე მტკივნეულს თქვენ ვერაფერ გაუკეთებთ რუსებს. თქვენს მოვალეობას სამშობლოს წინაშე პირნათლად ასრულებთ. მათან როგორ ითამაშებთ ეს უკვე რუსებთან თამაში პირადათ ჩემთვის მეორ ხარისხოვანია. დიდი მადლობა კიდევ და გილოცავთ.
Geo_Dinamo
17 მარტი 2019 21:47
1
ჟვამია უსუსტესია (( რამხელა სხვაობაა ჯანში მასა და გიგაშვილში შორს ან გნებავთ მამუკაშვილს შორის თავად გააკეთედ დასკვნა როგორც კი შემოდის ჟვანია ძვრას ვერ ვუკეთებთ მეტოქეთა შერკინებას (( უკვე მერამდენე შეხვედრაა
ქართველი
17 მარტი 2019 17:59
37
შენ ისე გესმის რაგბის რამე როგორც მე მოზამბიკური....:-D
მიროსან
17 მარტი 2019 18:27
7
მეგობარო - ჟვანია სუსტი ა რ არის, გასაგებია არც ისეთი მძლავრი როგორიც ის ბიჭები, ვინც ჩამოთვალე, მაგრამ ასეთი მორკინალი ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა ნაკრებში(!)
გლახუნა
17 მარტი 2019 21:06
1
ყველა გამოხმაურება
ვულოცავთ ჩვენს ლომებს გამარჯვებას! ჩვენი რაგბისტები ჩავუყენოთ ოკუპანტებს საოკუპაციო ხაზთან და ვანახვებთ რუსებს, როგორ უნდა ხაზების გადმოწევა. ისეთ შერკინებას გაუკეთებენ ლომები, რომ შეიძლება სამუდამოდ მოკურცხლონ ვასიებმა.
ქართველი1
17 მარტი 2019 20:49
14
არაფერია საეიფორიო. რუსეთი და რაგბი ესეა როგორც ბრაზილია და ჰოკეი. აი ფეხბურთში კალათბურთში ან სხვა სახეობაში თუ დავამარცხებთ ეგ კი იქნება საამაყო
მაგრამ არა მგონია რაღაც
დათო
17 მარტი 2019 18:16
47
“არაფერია საეიფორიო“ კი არა გაგანადგურებთო რო ბლატაობდნენ და ისევ რომ გავხიეთ ნუ გამოგაქვს ეხლა მაგათ რაც შEეუდეთ ნუ წმინდავ ერთ ადგილს !!! კი არა ყველაზე კაცური თამაშია ყველაზე “ტანკების” თამაშია სამხედრო თამაშია და მაგაში რომ გვყავს გაგდებული ეგაა ვასიის ყველაზე მაგარი გაგდება წიხლქვეშ
GGGRRRR
18 მარტი 2019 01:03
1
ვაჯობეთ და მერამდენად ვამარცხებთ რუსეთს ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია!! კი გვინდა რომ ნაკლები შეცდომები დავუშვათ და ხელით თამაშში მოვუმატოთ, ესეც დროთა განმავლობაში მოვა და მერე ჩვენ რუსეთის კი არა გრანდებსაც კი გავამწარებთ!!
zaza
17 მარტი 2019 21:29
0
დედა რა სასიხარულოა, აღტაცებულია მთელი ერი პირდაპირ
გირო
17 მარტი 2019 18:20
50
გირო შე შნირო.
გია
17 მარტი 2019 21:33
0
დიახაც, რომ სასიხარულოა, და თქვენი ცინიზმი უადგილოა...
tngh
17 მარტი 2019 19:50
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული