მადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიელი თანატოლები დაჯაბნა და 17:12 დაამარცხა. ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე თავი დადეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ეს ის გუნდია, რომლის გამოც თუნდაც წაგების შემთხვევაშიც კი არ შეგრცხვება (არავისთან პარალელს არ ვავლებთ), ვინაიდან ბოლომდე იხარჯებიან. ტყუილად როდია მათი დევიზი - "ბრძოლაში ბედნიერნი!"

თამაშს რომ სულ თავი დავანებოთ, ერთ რამედ ღირს ჩვენი მორაგბეების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი - ეს რაღაც სხვაა, ამაღლებულია, რომლის მოსმენისას გული აგიჩქროლდება და ძარღვებში სისხლი გაგეყინება.

მადლობა ბიჭებს თავდადებისა და კარგი
ქართველობისთვის!

მკითხველის კომენტარები / 9 /
შემდეგ შეხვედრაში ფიჯის ვხვდებით და იმედია მოვიგებთ
David
03:40 13-06-2019
0
სულ ფეხბურთელებს არ გვანან?!
გიო
09:03 13-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული