"ბორჯღალოსნებმა" ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ტოკუშიმას ბანაკი დატოვა და ნაგოიაში ჩავიდა, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

გუნდს სადებიუტო შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრებთან ელის.

ტოკუშიმაში გუნდს ნაყოფიერი, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული პერიოდი ჰქონდა. პრეფექტურის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ჩვენს ნაკრებს გულთბილად დახვდა და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეუქმნა. 13 სექტემბერს იაპონიის ტოპ-ლიგის ადგილობრივ კლუბ "ჰონდა ჰითთან" ერთობლივი ვარჯიშიც გაიმართა.

ნაგოიაში ჩასვლის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გამართა. მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ნაკრებში დაბრუნებულმა ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

"მიზნის მიღწევა უფრო რთულია"
ჰეიგი ამბობს, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის შედეგის გამეორება და ორი თამაშის მოგება წელს ძალიან რთული იქნება:

"ახლა მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება. 2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს და ტონგელმა მორაგბეებმა, მათთან მოგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. მაშინ მოვახერხეთ ავტომატური კვალიფიკაცია. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაშიც კარგი შედეგები გვქონდა. ასე რომ, ამჯერად "რადარებს" ვერ დავემალებით და წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება".

2019 წლის მსოფლიო თასის წინ საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნება იყო, რომელმაც საერთაშორისო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა, ტრავმების ფონზე, ის "ბორჯღალოსნებში" დაბრუნებას დათანხმდა.

35 წლის გორგოძე, დავით კაჭარავასთან ერთად, მეოთხე მსოფლიო თასს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასებზე მოგებულ ოთხივე მატჩში ეს მორაგბეები მოედანზე იყვნენ:

"მიუხედავად გარკვეული პაუზისა, ისეთივე მამუკა გორგოძეს იხილავთ, როგორსაც აქამდე ხედავდით. მას არ დაუკარგავს ის ძლიერი მხარეები, რაც ჰქონდა. გამოცდილებისა და ლიდერისთვის საჭირო თვისებების გარდა, ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, რითაც ქართველები გამორჩეულები არიან. მისი თამაშისგან ზუსტად იმას მივიღებთ, რისი მოლოდინიც გვაქვს".

უელსის ნაკრებს "ბორჯღალოსნები" ტესტ-მატჩში ორი წლის წინ შეხვდა და კარდიფში ერთი გარდასახული ლელოთი ჩამორჩა - 6:13. ჰეიგი ფიქრობს, რომ ახლა განსხვავებული თამაში იქნება და მეტოქეს დიდად არც ტრავმირებული მორაგბეების არყოფნა დაეტყობა:

"ეს მსოფლიო თასია და ორი წლის წინანდელზე განსხვავებული თამაში იქნება. რიგ კომპონენტებში ჩვენ გვექნება გარკვეული უპირატესობები. რა თქმა უნდა, შერკინება ერთ-ერთი მთავარი იარაღი იქნება. უელსის ტრავმებს ვითვალისწინებთ, თუმცა ეს ექვსი ერის გამარჯვებული გუნდია, ასეთი შედეგის მიღწევა კი სიღრმეების გარეშე წარმოუდგენელია".

"ბორჯღალოსნების" მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ბოლოს უელსურ ფრანჩაიზში, "ოსპრეიზში" თამაშობდა და ის უელსის ნაკრების რამდენიმე მორაგბეს პირადად იცნობს:

"დარწმუნებული ვარ, ნემსაძე მორკინალებს მეტოქის გარკვეულ საიდუმლოებებს გაუზიარებს. მას ძალიან უნდა მოედანზე გასვლა და თავისი მეგობრების წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, ისევე, როგორც ჩვენ, მეტოქეს გარკვეული სიურპრიზები ექნება მომზადებული", - თქვა ჰეიგმა და მერაბ კვირიკაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მეხუთე მსოფლიო თასზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ რჩება:

"მერაბი უკანასკნელი 18 თვის თუ 2 წლის განმავლობაში ტრავმას ებრძოდა. სამწუხაროდ, მან ბოლო შეკრებაზე კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ახლა ის კარგადაა და თამაშობს. ჩვენ მის ფორმას დავაკვირდებით და თუ ვინმე დაშავდება, მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება".

"მიზნის მისაღწევად ყოველ საათს ვმუშაობთ"
"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე პირველ მოსამზადებელ მატჩში, "საუზერნ კინგსთან" დაშავდა. იყო შანსი, რომ გიორგი ცუცქირიძის მსგავსად, მასაც მოუწევდა მსოფლიო თასის გამოტოვება. საბედნიეროდ, ტრავმა ასეთი მძიმე არ აღმოჩნდა, "ბუკა" გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრა და უკვე სირბილიც დაიწყო:

"სირბილი ახლახან დავიწყე და თავს ნორმალურად ვგრძნობ. ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო თასის მსვლელობისას ფორმაში შესვლას მოვახერხებ. ჩვენგან ბევრს ელიან და ყოველდღე, ყოველ საათს მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

ის ამბობს, რომ მსოფლიო თასზე, ტრავმის ფონზე, მისი პასუხისმგებლობა, როგორც კაპიტნის, კიდევ უფრო გაიზარდა:

"მამუკა გუნდში აღარ იყო და კაპიტნის როლის შესრულება ჩემს თავზე ამის გამო ავიღე. ახლა, როდესაც მსოფლიო თასზე ვიმყოფებით, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით, ტრავმის ფონზე".

"პირადი მიღწევები მეორეხარისხოვანია"

მამუკა გორგოძე ამბობს, რომ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ თავს ძალიან კარგად გრძნობს:

"მას შემდეგ, რაც ნაკრებში ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყვე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვართ".

თუ გორგოძე იაპონიაში გასამართ ოთხივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას, მას უმაღლეს სარაგბო ფორუმზე 15 შეხვედრა ექნება გამართული და გაუტოლდება მერაბ კვირიკაშვილს, თუმცა მამუკა პირად რეკორდებზე არ ფიქრობს:

"მსოფლიო თასზე თამაშისას ყველა პირადული მეორეხარისხოვანი ხდება. პირად წარმატებებზე არც კი ვფიქრობ. ჩემი სურვილია, რომ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას".

"ბევრის მოლოდინი სასიამოვნო წნეხია"

თედო აბჟანდაძე ის ახალგაზრდა მორაგბეა, რომელზე ყურადღების მიქცევასაც ექსპერტები გულშემატკივრებს ურჩევენ. 20 წლის მორაგბე ამბობს, რომ ასეთმა აღიარებამ მისი პასუხისმგებლობა გაზარდა:

"ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი აღიარება, თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო ამის წაკითხვა. ახლა მე უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, უკეთ უნდა ვითამაშო, თუმცა ეს სასიამოვნო წნეხია" - ამბობს აბჟანდაძე და განაგრძობს:

"ვფიქრობ, იაპონიაში უკეთესი უკანა ხაზი გვეყოლება, ვიდრე წინა მსოფლიო თასზე გვყავდა. ეს საკლუბო დონეზეც ჩანს. ახლა უფრო მეტი ბექი თამაშობს საფრანგეთში, ვიდრე წინა წლებში. ჩვენ ვცდილობთ, ხაზის თამაში დავაბალანსოთ და ის ფორვარდებისას გავუტოლოთ".

თედო ამბობს, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სამჯერ თამაშმა მისი და გუნდის დონე აამაღლა:

"წელს განსაკუთრებული 20-წლამდელთა ჩემპიონატი გვქონდა, რადგან უფრო ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე აქამდე გვიწევდა. მე მივეჩვიე პროფესიონალ მორაგბეებთან თამაშს, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები ისეთ ჩემპიონატებში გამოდიოდნენ, როგორებიც ზე-რაგბი, ტოპ 14 და პრემიერშიფია. ამან დამანახა, როგორი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება სჭირდება უმაღლეს დონეზე თამაშს.

ამ მსოფლიო თასზე ჩემი მიზანია, რომ ტაქტიკურად გამართული რაგბი ვითამაშო, ვარეგულირო ტემპი, ავაჩქარო თამაში და წნეხში ვამყოფო მოწინააღმდეგე გუნდი. ინდივიდუალურად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმუმი გამოვავლინო, ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია და რისი გაკეთება შემეძლება მომავალში".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

რეზო
დაკავებული არიან.
მიროსან
კომენტარებს რა პონტში არ აქვეყნებთ?
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს