აკაკი ტაბუცაძე: უკეთ თამაშიც შემიძლია და იმედია, ამას მომავალში დავამტკიცებ

AutoSharing Option
22 წლის აკაკი ტაბუცაძემ 9 თებერვალს "ბორჯღალოსნების" კვართით პირველი შეხვედრა ჩაატარა და ეს ფაქტი მადრიდში, ესპანეთის ნაკრებთან მე-20 წუთზე გატანილი ლელოთი აღნიშნა.

პირველ კეპზე და სადებიუტო ლელოზე ტაბუცაძე ამბობს:

"ნაკრებში დებიუტს თან ახლდა პასუხისმგებლობა და ცოტა ნერვიულობაც, რომელიც თამაშის დაწყებასთან ერთად გაქრა. ლელოს ეპიზოდში თედომ ძალიან კარგად შეასრულა დარტყმა და ბურთი პირდაპირ ხელში ამიხტა. ჩემი საქმე მხოლოდ გაქცევა იყო. ეს კომბინაცია ვარჯიშებზე გვქონდა დამუშავებული, რადგან ესპანეთის წინა თამაშებში ვნახეთ, რომ ზურგს უკან სივრცეებს ტოვებდნენ და დავალება გვქონდა ფეხით გვეთამაშა".

ის
თვლის, რომ ესპანეთთან ცუდად არ უთამაშია და არც განსაკუთრებული რამ გაუკეთებია:

"ნორმალური თამაში მქონდა. უკეთაც შემიძლია და იმედია, ამას მომავალში დავამტკიცებ".

22 თებერვალს "ბორჯღალოსნები" "აია არენაზე" ბელგიას ეთამაშებიან. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. ტაბუცაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს:

"ბელგიის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ჩვენ ბევრად უკეთესი გუნდი ვართ და დარწმუნებული ვარ, მომავალ შეხვედრაში უპირატესობა გვექნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული