მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 14 დეკემბერს, 2023 წელს გასამართი მსოფლიო თასის კენჭისყრა შედგა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და კვალიფიკაციის გამარჯვებული გუნდები გახლავთ.

ამ შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" C ჯგუფში იასპარეზებს, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე რთული ქვეჯგუფია. თუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან საფრანგეთის საგზური ურუგვაიმ მიიღო, ზუსტად ისეთივე ჯგუფში ვიქნებით, როგორშიც შარშან ვიყავით.

თეორიულად, თუ საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატს ორი წლის ჯამში მეორე ადგილზე დაასრულებს და ამ შემთხვევაში "ბ" (Pool B) ჯგუფში მეტოქეებად სამხრეთი აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია და აზია-წყნარი ოკეანის
პლეი-ოფის გამარჯვებული იქნება.

რომ კენჭისყრის შედეგად "ა" (Pool A) ჯგუფში ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1 და აფრიკა 1, ხოლო "დ" (Pool D) ჯგუფში ინგლისი, იაპონია, არგენტინა, ოკეანეთი 1 და ამერიკა 2 ითამაშებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიჯი ცუდია, მაგრამ იაპონიას ჯობია, და 3 წელში ყველაფერი შესაძლებელია.
ddgfdf
16:51 14-12-2020
1
რაღაც მეცნობა ეს ჯგუფი :)) სადღაც ნანახი მყავს უკვე ეს გუნდები ერთად.

იტალიას ისევ უბედურას გაუმართლა, მესამე ადგილისთვის არასდროს ყავს ჯგუფში ნორმალური კონკურენტი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული