"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი

AutoSharing Option
რუსულ/უკრაინულმა სარაგბო პორტალმა rugger-მა ინტერვიუ ჩაწერა ავსტრალიაში მყოფ რაგბის რუს ექსპერტ/ჟურნალისტ ნიკ ვასილიევთან და სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოს ნაკრებზეც ჰკითხეს.

- ვიცით, რომ მეორე დონის ქვეყნების ნაკრებ გუნდებს თვალს ადევნებ, როგორებიცაა ურუგვაი, საქართველო და სხვა. თვლი, რომ მათ ტოპ-გუნდებთან თამაშის მეტი შანსი უნდა მიეცეთ? მაგალითად, საქართველო მზად არის "6 ერისთვის"?
- სავსებით! განვითარებადი სარაგბო ქვეყნების დიდ ნაწილს წინსვლა შეუძლია, თუ დიდ ნაკრებებთან რეგულარულად ითამაშებენ. წინა მსოფლიოზე ვნახეთ, რომ ურუგვაიმ ფიჯის მოუგო, 2015 წელს იაპონიამ სამხრეთი აფრიკა დაამარცხა. ამ ქვეყნებს შიდა ჩემპიონატის
გაძლიერება სჭირდებათ, უფრო პროფესიონალურ დონეზე უნდა აიყვანონ. გასაგებია, რომ მხოლოდ ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი, როგორც აშშ-ისა და იაპონიის ჩემპიონატებში მოხდა, ძლიერი უცხოელი სპეციალისტები უნდა მიიწვიონ და ფრანჩიზა შექმნან არგენტინული "ხაგუარესის" მსგავსად.

საქართველოს რაც შეეხება, მათ ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავთ და სახელმწიფოც რაგბის ეხმარება. ამიტომ, ევროპულმა რაგბიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ "ბორჯღალოსნები" "6 ერის" დონეზე ავიდეს. ვფიქრობ, ქართულ რაგბიში პროფესიონალი მწვრთნელების ნაკლებობაა, მათ შორის, ქართველების და არც ძლიერი საკლუბო ჩემპიონატია.

ჩემი აზრით, საქართველო "6 ერის" დონეს 5-10 წელში მიაღწევს. მაგრამ მათ პროფესიონალურად გაზრდის საშუალება სჭირდებათ. "ბორჯღალოსნებმა" იტალიის ნაკრები უნდა დაამარცხოს და როცა ეს მოხდება, მათთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება", - თქვა ვასილიევმა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
"წინა მსოფლიოზე ვნახეთ, რომ ურუგვაიმ ფიჯის მოუგო, 2015 წელს იაპონიამ სამხრეთი აფრიკა დაამარცხა". ეს თამაშები ფარსი იყო...
....
19:48 12-06-2021
6
ქართველ მირაგბეებს დინამიკის პრობლემა აქვთ და ეს გენეტიკურია. მორჩა და გათავდა. ვერასოდეს ვერ გავხდებით ინგლისი
მე მინდა ძოვა
09:35 12-06-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული