თელავის "კავკასიონი არენაზე" საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდები 48:15 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონი იყო, ამიტომ შეხვედრას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ლევან მაისაშვილის შეგირდების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 15:8 მოიგო, მეორე ტაიმში კი ანგარიში გაზარდა, მეტოქე გაანადგურა და ტურნირზე ხუთივე მატჩი მოიგო.
დავით ნინიაშვილმა სამი ლელო დადო, ორი აკა ტაბუცაძემ, თითო-თითო კი გიორგი ჯავახიამ, ვასილ ლობჟანიძემ და გურამ გოგიჩაშვილმა. სამი გარდასახვა ზუსტად გიორგი ბაბუნაშვილმა შეასრულა, ხოლო ერთი თედო აბჟანდაძემ.
საქართველოს ნაკრები 2 და 9
ივლისს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონებს ეთამაშება, ხოლო 17 ივლისს თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს.
საქართველო – ნიდერლანდები 48:15 (15:8)
საქართველო
ხაზი: დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ილია სპანდერაშვილი;
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი.
8 ლელო: ნინიაშვილი (3), ტაბუცაძე (2), ლობჟანიძე, გოგიჩაშვილი, ჯავახია
4 გარდასახვა: აბჟანდაძე, ბაბუნაშვილი (3)
სინბინი: სპანდერაშვილი