ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

7-კაცა | სერგი ჩხაიძის ზებუნებრივი შესაძლებლობები – "ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება"

7-კაცა | სერგი ჩხაიძის ზებუნებრივი შესაძლებლობები – "ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება"

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს 7-კაცას კაპიტანი სერგი ჩხაიძე რაგბი ევროპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"საქართველოს კაპიტანი, სხვანაირად ვერც უწოდებ, რადგან სერგი ჩხაიძე გასცდა ადამიანურ შესაძლებლობებს, რათა თავისი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური ეჩუქებინა. მე-5 ადგილის ფლეი ოფში ბელგიასთან გატანილი არეკნი მხოლოდ მწვერვალი იყო იმისა, რაც მან საქართველოს 7-კაცასთვის გააკეთა. სერგი ჩხაიძის ლიდერული თვისებები და მომაკვდინებელი ბოჭვები შთააგონებდა მის თანაგუნდელებს, რომ კაპიტანს ბოლომდე გაყოლოდნენ. მას შეეძლო არც ეთამაშა დასკვნით მატჩში იტალიის წინააღმდეგ, მაგრამ რომ არა ის, საქართველო ასეთ მაღალ დონეზე ვერ დაასრულებდა რაგბი ევროპის გასულ სერიას", - წერია RugbyEurope-ს ოფიციალურ საიტზე.

"ძალიან სასიხარულოა მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებთან ერთად ასეთ სიაში რომ ხვდები. მარტო ირლანდიელი უგო კენანის ხსენება რად ღირს. ვარსკვლავური გუნდები ჰყავდა ირლანდიას და საფრანგეთს და არ ველოდი სიმბოლურ გუნდში თუ მოვხვდებოდი. გაკვირვებული ვიყავი. ეს ჩემი პირველი წარმატებაა საერთაშორისო დონეზე და მას ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელების გარეშე ვერ მივაღწევდი. არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ჩემი პირადი წარმატებაა. ესაა ჩვენი ქვეყნისა და გუნდის მიღწევა, რომლამდეც პატარ-პატარა ნაბიჯებით მივედით. ასეთ კამპანიაში ქართველის მოხვედრა სწორედაც რომ ქვეყნის წარმატებაა და ზუსტად ასე გამიხარდებოდა, ჩემს მაგივრად იქ რომელიმე თანაგუნდელი თუ მოხვდებოდა.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი მოტივაცია იმისათვის, რომ განვვითარდეთ. ყოველი შეკრებისა თუ ტურნირის დაწყების წინ ვამბობთ, რომ ის ბიჭები ვართ, რომლებიც საქართველოს 7-კაცას ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ. ჩვენი მიზანია, რომ წინსვლის დიაპაზონი კიდევ უფრო გავზარდოთ, უფრო დიდი ნაბიჯებით ვიაროთ წინ და შრომით, პროფესიონალიზმითა და თავდადებით ვითამაშოთ ჯერ მსოფლიო სერიაზე და მერე ოლიმპიადაზე".

"პროგრესი თვალსაჩინოა"

2024 წელს საქართველომ ჯერ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე ითამაშა, რომელიც სამ ეტაპად გაიმართა და მე-8 ადგილი დაიკავა, მერე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპის ჯამში მე-5 პოზიციაზე გავიდა და იანვრიდან კვლავ ჩაერთვება ჩელენჯერის სერიაზე.

"რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ერთ ადგილზე არ ვდგავართ, ვიზრდებით და ვვითარდებით", - ამბობს ჩხაიძე გასული სეზონის შეფასებისას – "შეიძლება იმხელა ნაბიჯებით წინ ჯერ ვერ მივდივართ, რა ჩანაფიქრიც გვაქვს, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა და ვინც ჩვენს თამაშებს უყურებს, ამას აუცილებლად შეამჩნევდა. ამაზე შედეგებიც მეტყველებს. ზედიზედ მეორედ მოვიპოვეთ ჩელენჯერის საგზური და კიდევ უფრო წინსვლის იმედი გვაქვს. აუცილებლად უნდა გავიდეთ მოწინავე პოზიციებზე და საბოლოოდ სერიაზე და ოლიმპიადაზე ვითამაშოთ.

რაც შეეხება ჩელენჯერის გასულ სერიას, 12 გუნდში მე-8 ადგილის დაკავება რა თქმა უნდა საამაყო შედეგი არაა, მაგრამ ამ ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა დამსახურებულად პირველად ითამაშა. მანამდე ერთხელ, რუსეთის ნაცვლად ვითამაშეთ ჩელენჯერის სერიაზე, რომელიც ერთ ეტაპად გაიმართა და ურუგვაისთან ფინალში დავმარცხდით (2022 წელს).

ჩელენჯერის სერია ბევრად მაღალი დონის ტურნირია, ვიდრე რაგბი ევროპის ჩემპიონატი, გნებავთ ორგანიზების და გნებავთ მონაწილე გუნდების ხარისხით. ამ ტურნირზე პირველად ვითამაშეთ და სტაბილურობა გვაკლდა, მაგრამ სამივე ეტაპზე გვქონდა ნათელი წერტილები და თამაშები, რომლებითაც მაყურებელი გავაკვირვეთ: სერიაზე ასულ ურუგვაის დუბაიში მოვუგეთ, დავამარცხეთ იაპონია და ტონგა, კენიას კი 17:0 ვაჯობეთ. 7-კაცას ვინც უყურებს ეცოდინება, რაოდენ რთულია კენიას ქულა არ ააღებინო.

ვინც მხოლოდ შედეგს შეხედა, მე-8 ადგილი მისთვის უარყოფითი შედეგი იქნება, მაგრამ ვინც თამაშებს უყურა, შეამჩნევდა იმ ნათელ წერტილებს, რომლებიც მომავალ ჩელენჯერის სერიაზე ბევრად უფრო კარგად გამოსვლის იმედს გვაძლევს".

ნაბიჯი პროფესიონალიზმისკენ

სერგი ჩხაიძე იმ საჭიროებებზე საუბრობს, რამაც ჩვენი 7-კაცა სტაბილურობამდე უნდა მიიყვანოს:

"სტაბილურობისთვის მოთამაშეებს გვჭირდება რეგულარულად 7-კაცას თამაში. ჩვენ ვთამაშობთ 15-კაცა ჩემპიონატს, საიდანაც როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, ძალიან რთულია 7-კაცაზე გადართვა. კი, ორივე რაგბია, მაგრამ 15-კაცასა და 7-კაცას ტემპი, სათამაშო წონა განსხვავებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 7-კაცაში დღეში რამდენიმე თამაში გვიწევს. თუ გვექნება სტაბილურად 7-კაცისკენ მიმართული მზადება, შედეგებიც დასტაბილურდება.

ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ისტორიაში პირველად 7-კაცას მოთამაშეებთან დაიდო კონტრაქტები. რაოდენობა ჯერჯერობით შეზღუდულია, სულ 7 მორაგბეს გვაქვს კონტრაქტი და ეს უკვე აისახა შედეგებზე. ვფიქრობ, 2027 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება. იმედი მაქვს მანამდე ჩვენი თამაშით დავაინტერესებთ სპონსორებს, გულშემატკივრებს, ჩამოვყალიბდებით პროფესიონალურ გუნდად და ჩვენს ქვეყანას ოლიმპიადაზე წარმოვაჩენთ".

ჩვენი 7-კაცა ახალი სეზონისთვის მზადებას მომავალი კვირიდან იწყებს. დიდი 10-ის გუნდებში თამაშის პარალელურად, მოთამაშეებს კვირაში რამდენჯერმე 7-კაცას ვარჯიშები ექნებათ, დეკემბრის დასაწყისში კი ტრადიციულად დუბაის მოსამზადებელი ტურნირი ელით.

"აგვისტოს ბოლოს დავიწყებთ ვარჯიშს დეტალებზე – პასის სიჩქარეზე, ტრაექტორიაზე. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს პროფესიონალი მოთამაშისთვის რა დროს პასზე მუშაობააო, მაგრამ დამიჯერეთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მის გარეშე არაფერი გამოვა. უკვე 3 წელია ერთად მოვდივართ, გუნდის მოთამაშეთა უმეტესობის ასაკი 25 წელზე ნაკლებია, გამოცდილებაც მივიღეთ, არც შეთამაშება გვაკლია და ვეცდებით ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ".

Rugby.ge

• ჟორა გაბრიჭიძე

შვიდკაცა რაგბს იმაზე მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, ვიდრე 15 კაცას ეთმობა, რადგან ეს რაგბი ოლიმპიური დიციპლინაა და ლოსანჟელესის ოლიმპიადაზე გარდა გასვლისა, რაღაც კვალი უნდა დავტოვოთ.

• ბრაზი

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,ბიჭებო!

• ცუდად ჟღერს - შვიდქალა რაგბი !

და საერთოდაც, 7 -კაცა/შვიდკაცას და 7- ქალა/შვიდქალა-ს , ნაცვლად, ალბათ უკეთესია : - რაგბი-7 კაცები / რაგბი შვიდი კაცები; - რაგბი-7, ქალები / რაგბი შვიდი ქალები . -------- წარმატებები ქართველ რაგბისტებს და სპორტულ ჟურნალისტებს(აც) ! :)))

• ცუდა ჟღერს - შვიდქალა რაგბი !

და საერთოდქც, 7 -კაცა/შვიდკაცას და 7- ქალა/შვიდქალა-ს , ნაცვლად, ალბათ უკეთესია : - რაგბი-7 კაცები / რაგბი შვიდი კაცები; - რაგბი-7, ქალები / რაგბი შვიდი ქალები . -------- წარმატებები ქართველ რაგბისტებს და სპორტულ ჟურნალისტებს(აც) ! :)))

• სოსო

ვფიქრობ რაგბი ტვ-მ სისტემატურად უნდა დაიწყოს 7 კაცა და 7 ქალა მატჩების გადმოცემა.ბევრი ახალგაზრდა და მათი შობელი,უყურებს დიდ რაგბს და იქ არსებულ ფიზიკურ ორთაბრძოლებს რომ უყურებს,ვარჯიშის დაწყების ეშინია.7 კაცას რომ შეხედავენ,რომელიც შეუდარებლად სწრაფი,ნაკლებად დატვირთული ფიზიკური ორთაბრძოლებით და სანახაობრივია,ბევრი ახალგაზრდა მოისურვებს იქ წასვლას.აქ შეძენილი ხელით თამაშის და სისწრაფის უნარები კი,მერე და მერე,15 კაცა რაგბშიც გამოადგებათ.რაკი გემოს გაუგებენ,მერე,ბევრი გადავა 15 კაცაში და უკანა ხაზში 7 კაცელის უნარები ხომ საუკეთესო შედეგებს იძლევა.

• კობა

ძალიან სასიამოვნოა ბიჭებო!!!...წინსვლა და წარმატებები არ მოგაკლოთ ღმერთმა!!!...

"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

WU17 | საქართველო 3:2 ლატვია

სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა

15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა

"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო

შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა

ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა

"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ

[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა

ორივე ქართველი სასტარტოში და "მეცის" მორიგი წაგება

კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" დამარცხდა

[VIDEO] ლოჩოშვილის მოპოვებული პენალტით "ნიურნბერგმა" "კაიზერსლაუტერნთან" ფრეს მიაღწია

ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს

"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ

უკვე 950 - კრიშტიანო რონალდო 40 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაშია

ორივე შემთხვევაში გავარდნენ - "ვესტ ჰემის" ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 52 წლის განმავლობაში

არის თუ არა იამალისგან ფეხმძიმედ - ნიკი ნიკოლმა კითხვას უპასუხა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

მოინანია და აპატიეს - ვირჯინიამ ვინისიუსს კიდევ ერთი შანსი მისცა და დღეს "ბარსელონასთან" მატჩში ტრიბუნიდან გაამხნევებს

7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე

7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით

7-კაცა | მე-11 ადგილი პირველ ეტაპზე

7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად

7-კაცა | 13 მოთამაშით სამხრეთ აფრიკაში

7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან