U18. "უმცროსი ბორჯღალოსნების" მზადება და მოგება მონპელიეში

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. დავით ჩავლეიშვილის შეგირდები რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატისთვის (ყოფილი ელიტდივიზიონისთვის) ემზადებიან, რომელიც 6-16 აპრილს საფრანგეთში, ბრეტანში გაიმართება.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" უკვე გამართეს პირველი საკონტროლო თამაში "მონპელიესა" და "ბეზიეს" თანატოლთა გაერთიანებულ გუნდთან და მეტოქე 33:17 დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა ხუთი ლელო გაიტანა. თავი გამოიჩინეს: თედო აბჟანდაძემ, სოსო ჭყოიძემ, რატი ჟორჟოლიანმა, კონსტანტინე მარჯანიშვილმა და გიორგი ახალაძემ. ოთხი გარდასახვა აბჟანდაძის ანგარიშზეა.

ჩვენებურთა მეორე მეტოქე "მონპელიესა" და "ნარბონის" გაერთიანებული გუნდია. პირველ მატჩთან შედარებით, მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისეს და
12 კაცი შეცვალეს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მონპელიეში 24 მარტამდე რჩებიან, ერთი კვირით სამშობლოში დაბრუნდებიან და 2 აპრილს კვლავ საფრანგეთში, უკვე ევროპის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. მეოთხედფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე კანადის ნაკრები იქნება.

დღევანდელ თამაშს ჩვენი 18-წლამდელები ასეთი შემადგენლობით იწყებენ:
15. ლევან ნარიმანიძე, 14. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. გიორგი ჭედია, 10. დავით გობეჯიშვილი, 9. ანდრო ახვლედიანი; 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. იროდიონ ქუცნიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.
შეკრებაზე არიან: ლუკა ჭელიძე, ირაკლი მეთაფლიშვილი, სოსო ჭყოიძე, გია ხარაიშვილი, ნიკა წივწივაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, იოანე იაშაღაშვილი, გიგი ლეშკაშელი; საბა ხურცილავა, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, რევაზ ხარაზიშვილი, გოჩა ჩანადირი, ლაშა ლომიძე, გიორგი ასათიანი, კონსტანტინე მარჯანიშვილი, ოთარ ძაგნიძე.

U18. ვროპის ღია ჩემპიონატი. 1/4-ფინალი
7 აპრილი
იაპონია-ბელგია
საქართველო-კანადა
აშშ-პორტუგალია
საფრანგეთი-ესპანეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული