ბრაიან ო'დრისკოლი: იმედია, ექვს ერშიც უყურებენ ქართველი ახალგაზრდების თამაშს

AutoSharing Option
ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ო'დრისკოლი, რომელსაც ნაკრებში 133 კეპი და 245 ქულა აქვს მოხვეჭილი, "ტვიტერზე" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს გამოეხმაურა - საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გუნდებს შორის.

"იმედი მაქვს, ექვსი ერის ბოსები უყურებენ 20-წლამდელთა ჩემპიონატს და საქართველოს ნაკრების გამოსვლას. ბრწყინვალე და თვალსასეირო, ოსტატური და არა მხოლოდ უხეშ ძალაზე დამოკიდებული", - წერს ო'დრისკოლი.

ირლანდიელმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ქართველთა ლელოს გაუქმებას, მსაჯის აღმაშფოთებელი საქციელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო რაგბის II ტურში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 14:38 დამარცხდა.

ო'დრისკოლი "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს
თასის ცნობილ მატჩში შეხვდა 2007 წელს, როცა ბორდოში საქართველოს ნაკრებმა კინაღამ სასწაული შეძლო და დაამარცხა ირლანდიის ნაკრები. ბოლო წუთები ქართველებმა შეტევაში გაატარეს, მატჩი კი ირლანდიამ მხოლოდ 14:10 მოიგო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
ძალიან სწრაფად იზრდება ჩვენი ნაკრები, ყველა ასაკის. იმიტომ, რომ აქვთ შესაძლებლობა გრანდებთან თამაშის.
GEO
07 ივნისი 2017 08:42
0
ბოლო ფრაზა მაგარი იყო,კინაღამ დაამარცხაო))
დავით 67
07 ივნისი 2017 06:58
0
სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი კარგად, ამ კომენტარებს ხალხი კითხულობს
vova-s
06 ივნისი 2017 23:12
0
ოდრისკოლი კაცია კაცური!
და ვოვას ხუმრობაც მაგარია.
მსაჯი კიდე, ნაგავია
dudu
06 ივნისი 2017 22:52
0
:))) მაგარს ღადაობ. ოდრისკოლი ვინ არის თუ იცი შენ ;) რომ უყურა მაგიტომ თქვა. მანდ კიდევ ერთი კომენტარია. მსაჯის ქმედებაზე ისიც გეთარგმნათ. რეფერის გადაწყვეტილებები არასერიოზული იყოო
vovas
06 ივნისი 2017 18:43
0
ვისაც იუმორი აქვს მიხვდება რომ კარგი ხუმრობა იყო ვოვას ნათქვამი..
:)
ქუთაისელი
06 ივნისი 2017 18:14
0
ვოვა,რა არ მოგეწონა? ჯერ ყველაფერი წინაა. ბიჭები თავს არ ზოგავენ ,მეტი რა ქნან? მჯობზე მჯობი არ დაილევა. ჯერჯერობით ძლიერებთან გვიწევს თამაში, მერე ვნახოთ რა იქნება.კაპიტანი მაგარი ჰყავთ.
vaspa
06 ივნისი 2017 18:03
0
vova-ს ვითომ იხუმრე არა!შენ თუ რაგბის გაგებაში იყო!!!!!!
tazo
06 ივნისი 2017 17:49
0
ნეტავ არ უყურონ თორემ კიდევ 50 წლით გადადებენ 6 ერის გაფართოვებას!
vova
06 ივნისი 2017 16:26
0
ტვიტერი ესე არ იშიფრება :)
vova
06 ივნისი 2017 16:25
0

სიახლეები პოპულარული