[ექსკლუზივი] მილტონ ჰეიგი: წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა Sportall.ge-სთან მსოფლიოს 2019 წლის თასის წილისყრა შეაფასა.

- "ბორჯღალოსნების" მეტოქეები მსოფლიოს 2019 წლის თასზე ცნობილია
- ავსტრალიელები და უელსელები "ბორჯღალოსნებთან" მეტოქეობამ გაახარა
- გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა

"მსოფლიოს თასის წილისყრის შედეგები ჩვენთვის ერთობ სასტიკია. მოგეხსენებათ, ავსტრალია და უელსი მსოფლიოს წამყვანი ნაკრებებია და ამ ეტაპზე მათთან ტოლ-სწორად ბრძოლა გაგვიჭირდება. დიდი ალბათობით, ჯგუფში კიდევ ერთი ჩვენი მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც ასევე სერიოზული ძალაა...

2019 წლამდე ორი წელია და ჩვენ
ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რათა სათანადოდ მოვემზადოთ მსოფლიოს თასისთვის. გვჯერა, რომ მსოფლიო რეიტინგის 12-ეულში შევინარჩუნებთ ადგილს.

ტესტ-მატჩი უელსთან, რომელიც წელს ნოემბერში უნდა გაიმართოს, ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ მეტოქე სათანადად შევისწავლოთ და შევაფასოთ მისი რეალური ძალა. ავსტრალიასთან მსგავსი თამაშის გამართვის საშუალება კი, სავარაუდოდ, არ გვექნება.

მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას მაინც არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ მეტი და მეტი. რაც უფრო მეტს შრომობ, მით მეტად უახლოვდები სრულყოფილებას", - განუცხადა sportall.ge-ს იაპონიაში მყოფმა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გეთანხმები ლევან,არ შეიძლება ასე ხელაღებით დამსახურებული ადამიანისათვის ხელის აქნევა და გაბიაბრუება.თან არგუმენტებიც თითიდან გამოწოვილია.
სოსო
16 მაისი 2017 10:24
0
უკანა ხაზი მოვიზიოტ მერე ვტგატ მატი ტამასჰი
misha
16 მაისი 2017 08:17
0
დიდი ბოდიშით მაგრამ ეს დიელეტანტები ნუ გამოიდებთ ხოლმე თავს არიქა მწვრთნელი გავუშვათ და ა.შ. რა ნაკრების ყველა მოთამაშე საფრანგეთში და ინგლისსში თამაშობს ეგ მაინც არ უნდა იცოდეთ მანამ ასეთ ჰარალე და უპასუხისმგებლო განცხადებებს დააბრეხვებდეთ? 50% ადგილობრივი კლუბების მონაგარია, ეს ერთი, მეორეც ისაა რომ ეგ ვიღაცა ფიზ.მასწავლებელი როგორც მოიხსენიებთ იყო ოლ ბლექსის მეორე მწვრთნელი. ნუ რა ცოტაა არა? და მესამეც, არსებული ვარიანტებიდან შეგვხვდა ფიჯი მეოთხე კალათიდან რაც ყველაზე ცუდი შედეგია ჩვენთვის კიდე ზუსტად ეგ კალათი იყო მნიშვნელოვანი რამეთუ 2 მოგებაა ჩვენი მინიმუმ მიზანი. ასე რომ 20 წელზე მეტი ვგულშემატკივრობ რაგბს და მე არ ვაძლევ თავს უფლებას ასე ვაბრახუნო რაღაცეები და თქვენც იგივეს გირჩევთ ეს ფეხბურთი არაა, მისამართი შეგეშალათ
ლევან
16 მაისი 2017 03:52
0
ისე რა გახდა მართლა ეს ახალზელანდიელი ფიზკულტურის მასწავლებელი. სად მუშაობდა ჩვენ ნაკრებამდე? იქნება კლუბი მითხრათ ან ნაკრები? მადლობა თუ რამეში წვლილი მიუძღვის და გაუშვით, ვეღარ მიდის ნაკრები წინ ხომ ხედავთ. ნაკრწბის ყველა მოთამაშე ინგლისის და საფრანგეთის უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ ნაკრებს წინსვლა არ ეტყობა. ახალი, მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება
მწვრთნელი
13 მაისი 2017 23:52
0
რა გინდათ დალოცვილებო, ესპანეთი და რუმინეთი? ასე თუ ვიმსჯელეთ, მსოფლიო თასზე არასოდეს გაგვომართლებს წილისყრაში.
ირაკლი
13 მაისი 2017 04:39
0
ხო ხო აბობოქრდნენ ქართველები! გაიხარეთ ძმებო მაგრამ საკუთარი წარუმატებლობის სხვებზე გადაბრალების საუცხო ნიჭი გვაქვს, რატომ არ ვუშვებთ იმ შესაძლებლობას რომ ამ ფორმაციის ნაკრების შემადგენლობამ საკუთარი თავი ამოწურა. გამოიწურა ლიმონი ბოლომდე და უჭირე ახლა ხელი რამდენიც გინდა მეტი არ გამოვა. რატომ გვავიწყდება 2000-2003 წლებში ოკეანეთის და ჩრ. ამერიკის გუნდებთან მოგება საოცნებო თემა რომ იყო ლამის. 15 წელი დაგვჭირდა ამ დონემდე მისასვლელად დაახლოებით იმდენივეა საჭირო რომ ექვსი ერის ბობოლების დონეზე დავდგეთ ეგაა რეალობა. თუმცა თუ ძლიერ გუნდებთან არ ვითამაშეთ ვერ განვითარდებით. მემგონი მილტონს ჯერ კიდევ ააქვს რესურსი ახლა თაობათა ცვლაა ჩვენ რაგბში და მილტონი საჭიროა ახალი გუნდის დასაყენებლად, რაც ერთი ტაშის შემოკვრით არ მიიღწევა. მოთმინება ქართველებო მოთმინება და შრომა ცოტა ბაქიბუქი და გულზე მუშტის კვრა! მაგის დროც მოვა გახარეთ ყველამ!
Irakli
12 მაისი 2017 11:23
0
მილტონას ნუ აბრალებტ ყველაპერს.ამდენი ხანია ერტი ფრანჩიზი ვერ გავაკეტეტ რო მაგარი ტურნირი ვიტამასჰოტ დამატებიტ.იაპონია ზე რაგბისჰი ჩარტეს.ჩვენც უნდა გავინძრეტ ცოტა.ერტი კაცი მარტო ვერაფერს იზამს.ეს პროგრესი რაც გვაკვს მილტონას დამსახურებაცაა და ნუ დაივიწყებტ
ჯეი
12 მაისი 2017 10:48
0
უნდა გამოიცვალოს მწვრთნელი. ჩვენი ნაკრები ვეღარ ვითარდება. მილტონმა თავი ამოწურა, მისი გამოცდილება ( ან რა ქონდა? სად, რომელ კლუბში მოღვაწეობდა მანამდე?) და სარაგბო ცოდნა არ ყოფნის ბიჭებს. ბოლო თამაშები გაიხსენეთ, არანაირი ტაქტიკა და მწვრთნელის ხელი. აგერ გამოჩნდება კიდევ მისი უსუსურობა ივნისის ტესტებზე. სასწრაფოდ გამოსაცვლელია, რომ ახალს დრო ქონდეს მსოფლიოსთვის გუნდის მოსამზადებლად. ეხლა ხელფასი არ თქვათ კიდე, მილტონი რასაც იღებს ბევრი კარგი მწვრთნელის მოწვევა შეიძლება მაგ თანხაზე. ( ჩვენ ჯერ ბობოლა მწვრთნელები არ გვჭირდება) და უკეთესი ნამდვილად მოიძებნება, ვინც ნაკრებთან სიამოვნებით იმუშავებს.
გამოცვალეთ
12 მაისი 2017 04:00
0
პაატას

პაატა, ჰეიგს რომ ეთქვა მარტო მსაჯის მიზეზით წავაგეთო, მართალი იქნებოდი. მაგრამ მსაჯი ერტ ერტ მიზეზად დაასახელა მხოლოდ. არა მგონია ეგ საფუძველი იყოს მისი გამოცვლის ან 'არა რეალისტურობის'. იყოს მისი
გიორგი
11 მაისი 2017 16:27
0
ვინც აქ ლაპარაკობს იმაზე რო მელიტონას მეტი მოეთხოვება და ნაკრები ახალ დონეზე უნდა ავიდეს შევახსენებ, ჩვენ გვყავდა არანაკლებ ძლიერი და წარმატებული მწვრთნელი- კლოდ სორელი, რომელმაც რომ შეხედა რა მიდგომა და დაფინანსებაც ქონდა ნაკრებს მაშინ თქვა: მე დღეისთვის, აამ რესურსით საქართველოს ნაკრებში ჩემი შესაძლებლობა ამოვწურეო...
იგივე სიტუაციაა დღესაც! გინდაა შედეგი და გაძლიერება, მოიტა ფული, იაპონიაა საუკეთესო მაგალითი
მიროსან
11 მაისი 2017 15:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული