აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამერიკულ ტურნეში მეორე შეხვედრას სტუმრად აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. "ბორჯღალოსნებისა" და "არწივების" ტესტ-მატჩი ჯორჯიის შტატის ქალაქ კენესოში, თბილისის დროით 18 ივნისს, ღამის 03:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტ-სერიის პირველი შეხვედრა სტუმრად კანადში მოიგო - 13:0, ხოლო ამერიკელები ნიუ-ჯერსიში ირლანდიას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 19:55 დამარცხდნენ.

"Fifth Third Bank Stadium"-ზე გასამართი შეხვედრის წინ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი
დაასახელა, რომელშიც სამი ცვლილებაა. კანადასთან დაშავებული ანტონ ფეიქრიშვილისა და გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად, თამაშს ლევან ჩილაჩავა და ვიტო კოლელიშვილი დაიწყებენ. გარდა ამისა, გარემარბად თავიდანვე ითამაშებს გიორგი კოშაძე, რომელმაც იოსებ მათიაშვილი შეცვალა. სამი ახალი სახეა თადარიგშიც. ჯაბა ბრეგვაძის შემცვლელად, ბადრი ალხაზაშვილის ნაცვლად, შალვა მამუკაშვილი ეყოლება. თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან ახალგაზრდა ბურჯი თორნიკე მატარაძე და ახალგაზრდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

- აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
- მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ნაკრებთან მატჩი საიუბილეოა "ბორჯღალოსნებისა" და "მონპელიეს" მეორეხაზელისთვის - კოტე მიქაუტაძისთვის, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წელს ბუქარესტში, შოტლანდიის "ა" ნაკრებთან შედგა, 2013 წლიდან კი ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. განვლილ 49 მატჩში კოტემ 2 ლელო დადო.

საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ დაუპირისპირდნენ, სამჯერ გამარჯვება "არწივებს" დარჩათ, ერთი მოგებაა "ბორჯღალოსნების" აქტივში.

2009 წელს "ჩერჩილის თასზე" ამერიკელებმა 31:13 მოგვიგეს, 2010-ში კი თბილისში გამართულ ნოემბრის ტესტ-მატჩში 19:17 ვაჯობეთ. მომდევნო ორ დაპირისპირებაში გამარჯვება აშშ-ს დარჩა. 2012 წლის ივნისის ტესტებზე 36:20 გძლიეს, 2013 წლის ნოემბრის ტესტებზე კი - 25:23.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თამაშის აზრზეც არიან და რაგბიც წინ მიდის აი აქ რო წავაგეთ ამათთან ამდენი კრიტიკა მაშვინ არ მომისმენია.დდ მეორე ტაიმი ცუდად ვითამაშეთ პირველი კარგად პირწმინდად დავჩაგრეთ შერკინებაში მეტოქე ასე რო მოგება მოგებაა და არუნდა ამას ჩემი აზრით გადამეტებული შეურაწმყოფელი კრიტიკა. მოვა დრო და ეს თაობა წავა და წამოვა ისეთი რომელიც ბევრად უკეთ ითამაშებს.
quTaiseli
10:22 18-06-2017
0
თამაშის აზრზე არ არის უკანა ხაზი საერთოდ. ბურთIი რაქიდან ძალიან ნელა გამოდის, ბრთყლად დგანან შეტევაში და დაცვაშიც ვერ ადიან სწორად. უკან მიდის ამათი საქმე, რა მოიტანმა Hეიგმა ვერ გავიგე, ერთ ადგილს ტკეპავენ მსოპლიოს მერე.
niko
05:08 18-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული