დანიელ ურკადე: ბოლო წუთების გამო "ბორჯღალოსნებთან" გამარჯვებას მწარე გემო აქვს

AutoSharing Option
ივნისის ბოლო ტესტმატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინას ესტუმრა და 29:45 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" ამერიკული ტურნე არგენტინასთან მარცხით დაასრულეს [VIDEO]

ამით არგენტინელებმა 5-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს, მათთვის ეს ბოლო 11 ტესტში მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო.

მასპინძელთა მწვრთნელი დანიელ ურკადე თამაშის მერე გახარებული იყო, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა: "გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მატჩი გრძელდება 80 წუთი. ამიტომ არ ვართ კმაყოფილები, რადგან ბოლო 20 წუთი უკეთ უნდა გვეთამაშა.

თამაშზე კონტროლი მაშინ დავკარგეთ, როცა პირიქით, უნდა აგვეჩქარებინა ტემპი. დავიწყეთ ისე მოქმედება, რაც მათ სათამაშო
სტილისთვის საუკეთესო იყო. ბოლო წუთების გამო, გამარჯვებას მწარე გემო აქვს.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის მე-15 წუთისთვის გადაწყვეტილი იყო, ამას ფრთები უნდა შეესხა ჩვენი მორაგბეებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. პოზიტიური ბალანსი ბოლოს ნეგატიურად გვექცა".
მკითხველის კომენტარები / 22 /
ალბათ იმ გრძელიდან რაგბის ბურთი გქონდა მხედველობაში! თუ სხვა რამეს გულისხმობ პირში მითხარი.! მაგრამ ამის ერთი ადგილი ვინ მოგცა. მესმის აქ ზრდილობის დეფიციტია და ამიტომაც უყვართ უმეტესობას ეს ველური სპორტი.თქვენი პირით იძახით იძახით 100-0 რომ წაგვეგო ასეთ გუნდთან არაფერი სირცხილი არ იქნებოდაო. აბა მე რა ვთქვი? ის რომ 12 -ზეა საქართველო ეგ არაფერს არნიშნავს. გადახედეთ სულ რამდენი ქვეყანა თამაშობს ამ თამაშს და მერე გააკეთეთ შეფასებები.
ვერ გამიგია ფეხბურთელებთან რა გინდათ მაშინ,მათაც მეტი არ შეუძლიათ რა ქნან
აკაკის -ს აკაკისგან
02:30 27-06-2017
0
შეეშვით აკაკის. ჩვენს ბიჭებზე ვისაუბროდ
zeno
13:55 26-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული