დღეს, 13 თებერვალს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალურ შეხვდერაში ერთმანეთს ფილიპ კრაიანოვიჩი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა 3 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა და გამარჯვებული დაძაბული, 5 სეტის თამაშის შემდეგ გაირკვა.
პირველი ორი სეტი მედვედევმა მარტივად, 6:3 6:3 მოიგო და თითქოს და შეხვედრაში ინტრიგა მოკლა.
მაგრამ სერბი ჩოგბურთელი გონს მალევე მოეგო და რუს მოწინააღმდეგესთან წონასწორობა აღადგინა. ფილიპმა 6:4 6:3 იმარჯვა.
მაგრამ საბოლოო, გადამწყვეტ სეტში, კრაიანოვიჩმა მედვედევს ფიზიკურად ვერაფერი დაუპირისპირა. მედვედევმა 25 წუთში ბოლო, გადამწყვეტი სეტი მშრალი ანგარიშით 6:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დანილის მომდევნო მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება.