ქართველი ძალოსნების კიდევ 2 მედალი

AutoSharing Option
კიდევ 2 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან!

რევაზ დავითაძემ 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ 165/168/171 დაძლია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

დავითაძემ აკვრაში თავი 195/199 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

შეგახსენებთ, შოთა მიშველიძემ (61 კგ) სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული