რამინ შამილიშვილმა ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა!
ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა.
რამინ შამილიშვილმა ატაცში სამივე ცდა 106/109 /111 წარმატებით დაძლია და საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი მედალი მოუტანა.
შამილიშვილმა აკვრაში დაძლეული 126/130 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
გოდერძი ბერდელიძემ კი ატაცში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მხოლოდ 1 საფეხური
დააკლდა საპრიზო ადგილამდე, ძალოსანმა აკვრაში 123 კილოგრამი დაძლია და მე-8 საფეხური ერგო, ორჭიდში მოგროვილი 230 კილოგრამით კი მე-6 ადგილზეა.