მერაბ ბაზაძე ისრაელში არალეგალურად დარჩენილ ქართველებზე: პირადად არ ვიცნობდი მაგ ხალხს, გვარებიც არ ვიცი

AutoSharing Option
6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა, რამაც საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა.

დეტალების გასარკვევად საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და საქართველოს მოფარიკავეთა ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ბაზაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო მერაბ, პირველ რიგში, მოფარიკავეებზე მინდა გკითხოთ. ვინ იყო ის 6 მოფარიკავე და რამდენად იცნობდნენ ამ პიროვნებებს ფედერაციაში?
- ფარიკაობით საქართველოში უამრავი მოყვარულია დაკავებული. ჩვენი მოყვარულები დადიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მათგან ზოგს ვიცნობთ, ზოგს არ ვიცნობთ. ადრე ეს სპორტი მასიური იყო, ტყიბულიდან დაწყებული, თითქმის ყველა ქალაქში ფარიკაობა იყო.

მე ნაკრების
მთავარი მწვრთნელი ვარ და პირადად არ ვიცნობდი მაგ ხალხს, გვარებიც არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, მე არ დავინტერესებულვარ ამ ადამიანებით. რომ გახმაურდა ეს ამბავი, მეც მაშინ გავიგე.

- ანუ მოხდა თუ არა ამ სპორტსმენების შემოწმება? მაგალითად, მე რომ გავაკეთო განაცხადი მოყვარულ მოფარიკავეობაზე, მოხდება თუა რა ფედერაციის მიერ ჩემი შემოწმება?
- წესით, ვიღაცას უნდა სცოდნოდა მათ შესახებ. ეგეთი შემთხვევა არ გვქონია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მოფარიკავეები მოდიან საქომაგოდ და მოგვყვებიან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ყველა ბრუნდებოდა უკან.

როდესაც ეს მოხდა, ჩვენმა ფედერაციამ ჩამოსვლისთანავე შეატყობინა შესაბამის უწყებებს, იყო საქმე ძიებაშიც და ის ორი პიროვნება, ვინც ამ სპორტსმენებს გაჰყვა, ისინი იქნენ დისკვალიფიცირებულნი. ამავდროულად, დაგვაჯარიმეს ჩვენ და ებრაული მხარეც დაკმაყოფილდა ამ ფაქტით.

- ვთქვათ, მოყვარული სპორტსმენი დაინტერესებულია საერთაშორისო დონეზე სპარინგით. ამ შემთხვევაში ის ფედერაციას თანხას უხდის თუ საპირისპიროდ, ფედერაცია უწყობს მას ხელს?
- ამ სპორტსმენებს არანაირი თანხა არ გადაუხდიათ და არც ფედერაციას დაუხარჯია რამე. მათ საკუთარი თავი თვითონ დაიფინანსეს.

- ანუ რაიმე ტურნირი იყო იმ ეტაპზე ისრაელში და იქ წავიდნენ?
- იქ ყოველთვის ტარდება ტურნირები. ისრაელი, როგორც სხვა ქვეყნები, ატარებს თავის ღია ჩემპიონატებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოყვარულ სპორტსმენებს იწვევენ.

- ბატონო მერაბ, როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში თქვენ აპირებთ ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციაზე კენჭისყრას და რა გეგმები გაქვთ, რომ გვითხრათ?
- ბოლო რვა წელია, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და მაღალი დონის შედეგები გვაქვს. ოთხ საუკეთესო სპორტში შევდივართ საქართველოს მასშტაბით, 7-8 წელია ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო დონეზე მედლების მოპოვებას ახერხებენ.

წელს დიდებში კი გაუგონარი რამ მოხდა, ოთხეულში შევიდა ჩვენი ნაკრები. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა არის ტოკიოს ოლიმპიადაზე გუნდით მოხვედრა და მედლების მოპოვება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მომავალ წელს იწყება უკვე ლიცენზიის მოპოვებისთვის ბრძოლა.

სამწუხაროდ, მოხდა ეს უსიამოვნო ფაქტი, თუმცა ვცდილობ, ამაზე დრო არ დავკარგო, რადგან დღეში ექვს საათს ვუთმობ ვარჯიშს და მომავალი ტურნირებისთვის მომზადებას.

alt6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ანუ, ბაზაძეს ახლობელი ხართ და ამიტომ არ დებთ კომენტარებს...
alexandre
13:15 04-10-2018
0
Samarcxvino is aris rom saqartveloshi mshieri kvdeba xalxi
Emigranti
01:24 04-10-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული