სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის გამარჯვებული და მსოფლიოს ნომერ პირველი ხმლით მოფარიკავეა

AutoSharing Option
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ტუნისის გრან-პრიზე გაიმარჯვა და მსოფლიო რეიტინგში ნომერ პირველი ხმლით მოფარიკავეა.

ზედიზედ მეორე წელია სანდრო ბაზაძე წელს ოქროს მედლით იწყებს! ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 16 იანვარს, სანდრო თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა! გუშინ, 2023 წლის 15 იანვარს კი, ტუნისის გრან-პრი მოიგო!

სანდრო ბაზაძე - მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავეა
FIE-მ (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია) ტუნისის გრან პრის შემდეგ რეიტინგი განაახლა და სანდრო ბაზაძე 233 ქულით პირველ ადგილზეა!
სანდრო 7 ქულით უსწრებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის!

წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

altსანდრო ბაზაძემ მსოფლიოს თასი მოიგო

altსანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე მარცხისთვის რევანში აიღო და ევროპის ჩემპიონიც გახდა

altსანდრო ბაზაძე რეიტინგში საუკეთესო პოზიციაზეა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი კაცია. პირადად ქაჩავს საქართველოს სპორტის ამ სახეობაში რომელიც ქართველისთვის ასევე ახლობელია როგორც ჭიდაობა. როგორ არ უნდა გაგიხარდეს!
გიორგი
16:11 16-01-2023
0
ვფიქრობ, ობიექტური მსაჯობით, ოლიმპიური ოქროს რეალური პრეტენდენტი იყო.

რაც დღევანდელი პერსპექტივიდან, კიდევ უფრო ნათლად ჩანს.
Lado t
17:07 16-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული