ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი

AutoSharing Option
კარგა ხანია, ელენე გედევანიშვილზე აღარაფერი გვსმენია. ქართველი მოციგურავე არც პიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩენილა.

არადა, ბოლო წლებში ის ლამის ერთადერთი ქართველია, ვინც დიდ ტურნირებზე სამეულში შესასვლელად იბრძოდა...

ელენე ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და პლიმუთის უნივერსიტეტში სწავლობს სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე. დაასრულა თუ არა კარიერა და რატომ ვერ ვნახეთ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ელენე გედევანიშვილთან kviripalitra.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ:

- ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტში (Plymouth State University) ფიზიკური დატვირთვისა და
სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ციგურაობასაც ვაგრძელებ, ფორმას ვინარჩუნებ, მაგრამ ტურნირებში არ ვმონაწილეობ, ამას სხვა დონის მომზადება
და დაფინანსება სჭირდება.

- ტურნირებში არ მონაწილეობთ, მაგრამ... არც ოფიციალურად დაფიქსირებულა სადმე, რომ ელენე გედევანიშვილმა კარიერა დაასრულა!
- მართალია, არსად დაფიქსირებულა. ეს არც იყო ჩემი გეგმა. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაც მინდოდა, მაგრამ... ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

- ბოლო წლებში აღარ ჩანდით და, შესაძლოა, გულშემატკივარს სალიცენზიო ტურნირებისას არ მოუსაკლისებიხართ, მაგრამ ოლიმპიადაზე არყოფნა სპორტსმენისა, რომელიც სამეულში თუ არა, ფინალში მაინც ყოველთვის გადიოდა, აშკარად თვალში საცემი გახლდათ... რატომ არ იყო ელენე პიონგჩანგში?
- 15 წლის განმავლობაში არ დამისვენია, ძალიან გადავიღალე... 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ ფიგურული ციგურაობის ფედერაციისგან ვითხოვე ერთი წელი დასვენება და მინიმალური ხელფასი, ზედმეტი დატვირთვისა და შეჯიბრებების გარეშე რომ გამეგრძელებინა ვარჯიში.

სამწუხაროდ, დასვენების ნაც­ვლად მივიღე ზეწოლა და შევიწ­როება. ეს ამბავი ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტკომიტეტსაც შევატყობინე, თუმცა პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს, მარტო კი ვერაფერს გავხდი. ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი, რაზეც ვუპასუხე და ამით დამთავრდა ყველაფერი.
მე კარიერა არ დამისრულებია, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტკომიტეტისგან კი დღემდე ველი პასუხს.

- როგორც ვიცი, 28 წელი არ არის "საპენსიო" ასაკი ფიგურული ციგურაობისთვის. რა ასაკამდე გრძელდება მოციგურავის აქტიური კარიერა?
- ბოლო ათწლეულს თუ გადავავლებთ­ თვალს, ქალთა ციგურაობაში 28 წელი კარგი ასაკია. მაგალითად, მარია ბუტირსკაია 30 წლისა გახდა ევროპის ჩემპიონი; ოთხი ოლიმპიადის მონაწილე ჯულია სებესტიენმა, რომელიც ყოველთვის ხვდებოდა საუკეთესო ოცეულში, 30 წლისამ დაასრულა კარიერა, იაპონელმა ჰუმი სუგურიმ - 31 წლისამ. 31-ის არის კაროლინა კოსტნერიც. იტალიელმა მოციგურავემ წლევანდელ ოლიმპიადაზეც ისრიალა და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობასაც გეგმავს. ასე რომ, 28 წელი ნამდვილად არ არის "საპენსიო" ასაკი. შორს რომ არ წავიდეთ, წყვილებში წლევანდელი ოლიმპიური ჩემპიონების დასახელებაც კმარა: ალიონა სავჩენკო 34 წლის არის, ბრუნო მასოტი - 29-ის.

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ kvirispalitra.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ვიცით ერთმანეთის გაფრთხილება. პროფესიონალზმიც უფრო გამონაკლისი ჩვენში.
ანდრი
09:05 04-04-2018
1
სურათის მიხედვით ასე ვიტყოდი: "თვალს უხარია ასეთი გოგოს დანახვა. მოკლედ, "კანფეტკა"
Elenes Fani
11:56 04-04-2018
3

სიახლეები პოპულარული