ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა მედიასაშუალება ESPN-მა მექსიკელი სპორტსმენი საულ კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა.

"მადლობელი ვარ ამ აღიარებისათვის. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია ჩემს კარიერაში, ჩემს ისტორიაში. ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, ეს მოთმინებაა, რადგან კანელო აუცილებლად შევა ისტორიაში. მე ამის გარანტიებს გაძლევთ", - განაცხადა 29 წლის საულ ალვარესმა.

აღსანიშნავია, რომ ESPN-მა საუკეთესო ხუთეულში 41 წლის ჩემპიონი მენი პაკიაო (მე-2 ადგილზე) და სუპერმძიმე წონაში დაუმარცხებელი ჩემპიონი დეონტაი უაილდერი (მე-5 ადგილი) დაასახელა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული