კიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, მეოთხედფინალში 27 წლის ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის სძლია.

ლაშას მეორე რაუნდში მარცხენა წარბი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა, რის გამოც ბრძოლა ორჯერ შეჩერდა. თუმცა, საბოლოოდ, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (3:2), გამარჯვება მას დარჩა.

შეგახსენებთ, გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, 4 აგვისტოს, ნახევარფინალში კი, კუბელ ალვარეს ბორხეს შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოს მედლის მოპოვების ტოლფასია. ლაშა ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ პირველი ქართველი მოკრივე გახდა, რომელმაც ოლიმპიური პრიზიორობა გაინაღდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 24 /
რატომ გაგიკვირდათ ლაშას ნახევარფინალში გასვლა? მე პირადად დარწმუნებული ვიყავი.ყველა ბრძოლა მაქვს მისი ნანახი და დღეს ყველაზე ტექნიკურია. მერე რა რომ "ნოკაუტიორი" არ არის.სერბეთში ყველამ ვნახეთ როგორი ბრძოლა წააგებინეს ნახევარფინალში.იმედია ეხლა ესეთი მსაჯობა აღარ განმეორდება . წარმატებები ლაშას!
დავით 67
09:52 02-08-2024
1
ბრინჯაო არ გვინდა მინიმუმ ფინალი გვინდა ! და არის ამის შანსი ის კუბელი კია მაგრამ კუბელები ის აღარ არიან რაც 50-30-20 წლის იყვნენ
zura222
01:19 02-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული