კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა საზღვრების ჩაკეტვამ შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს, მორიგ ჯერზე ჩაუშალა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს საოცნებო შეხვედრა. თუმცა მსუბუქი წონის ჩეპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი აბდელ ალი აზიზი ამას პოზიტიურად აფასებს და ტონის გადარჩენადაც თვლის.
"ტონი არარელევანტურია. ჯასტინ გეიჯიმ ის გაანადგურა. თუ ასეთი ტონი გამოვიდოდა ხაბიბის წინააღმდეგ, მას საავადმყოფოში გააგზავნიდნენ. ხაბიბი ფერგიუსონს ხეიბრად აქცევდა. ტონი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, ახლა კი ხაბიბისა და ჯასტინის ბრძოლას შორიდან უყუროს. ის მათი დონის მებრძოლი არ არის." - ამბობს აბდელ აზიზი.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ხაბიბ ნურმაგომედოვი და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს შეხვდებიან. ორივე მებრძოლის მენეჯერი ალი აბდელ აზიზია.
16:06 07-08-2020
ხაბიბის მენეჯერი: კიდევ კარგი, ხაბიბი მაშინ ტონის არ შეხვდა, თორემ ხეიბრად აქცევდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აი, არ მევასება ეს აბდულაზეზი და რა ვქნა.. და თითქმის ყველა ქართველის მენეჯერიც ეგაა, ვინც მანდ არი ((((((
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული