გასული წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

AutoSharing Option
2020 წელი ზოგადად მსოფლიოსთვის კრიზისის პერიოდად მიიჩნევა, დაკლებული ხელფასები, ცარიელი ტრიბუნები და დიდი ეკონომიკური ვარდნა მსოფლიოში, თუმცა forbes-ი გასული წლის 10 ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე სპორტსმენის სიას აქვეყნებს, რომლებმაც ამ მძიმე პერიოდშიც კი არნახულად დიდი შემოსავალი ნახეს. 

პირველ ადგილს UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი იკავებს, რომელმაც 2020 წელს 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. უშუალოდ ოქტაგონზე ირლანდიელმა 22 მილიონი მოიპოვა, ხოლო მის გარეთ - 158 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ კონორმა ოქტაგონს გარეთ მოპოვებული თანხის უმეტესობა საკუთარი ბრენდის ვისკის წილის
გაყიდვიდან მიიღო. 

Sportall.Ge

მეორე ადგილს "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი იკავებს, რომელმაც 2020 წელს 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. უშუალოდ კლუბისგან ლეომ 97 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რეკლამებიდან კი - 33 მილიონი დოლარი. 

Sportall.Ge

მესამე ადგილს "იუვენტუსის" მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო იკავებს. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა გასულ წელს 120 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. უშუალოდ მოედანზე ფეხბურთელმა 70 მილიონი დოლარი დაიმსახურა, ხოლო რეკლამებიდან და საკუთარი ბრენდის აქსესუარებიდან შემოსავალი 50 მილიონ ევროს უდრიდა. 

Sportall.Ge

10-ეულში მოხვდნენ: 

4. დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) - 107.5 მილიონი დოლარი (მოედნიდან 97.5 მილიონი დოლარი, რეკლამებიდან - 10 მილიონი).

5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 96.5 მილიონი დოლარი (გუნდისგან მიიღო 31.5 მილიონი, რეკლამიდან და საკუთარი ბრენდიდან - 65 მილიონი).

6. ნეიმარი (ფეხბურთი) - 95 მილიონი დოლარი (გუნდისგან 76 მილიონი დოლარი, რეკლამიდან - 19 მილიონი). 

7. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 90 მილიონი დოლარი (ტურნირებიდან როჯერმა სულ რაღაც 30 000 დოლარი დააგროვა, მთელი ეს თანხა რეკლამებიდან და საკუთარი ბრენდიდან შემოსული თანხა გახლავთ). 

8. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) - 82 მილიონი დოლარი (ტურნირებიდან 70 მილიონი დოლარი, ხოლო რეკლამებიდან - 12 მილიონი). 

9. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი) - 76 მილიონი დოლარი (გუნდისგან 45 მილიონი დოლარი, ხოლო რეკლამებიდან - 31 მილიონი).

10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 75 მილიონი დოლარი (მოედნიდან 31 მილიონი დოლარი, რეკლამებიდან და საკუთარი ბრენდიდან - 44 მილიონი).

წყარო: forbes

altძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული