ოლიმპიადები დანიშვნით - პარიზი 2024 და ლოს ანჯელესი 2028

AutoSharing Option
ასე, უკენჭისყროდ გადაწყდა ორი ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქების ამბავი ლიმაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 131-ე სესიაზე.

საქვეყნოდ ყბადაღებული ტრადიციული კენჭისყრის ნაცვლად (რომლის დროსაც, როგორც მერე და მერე ირკვეოდა ხოლმე, ხმების ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივი საქმე ყოფილა), სოკ-მა და ოლიმპიადის მსურველმა მხარეებმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და სულ ეს იყო.

"მდიდარი ოლიმპიური ტრადიციების მქონე ორი დიდი ქვეყნის ორი დიდი ქალაქი ღირსია, უმასპინძლოს ოლიმპიადას" - განაცხადა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

პარიზიც და ლოს ანჯელესიც უკვე მესამედ გახდებიან ოლიმპიადის დედაქალაქები. უახლოესი, 2020 წლის
ოლიმპიადა კი, შეგახსენებთ, ტოკიოში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული