ლუკა ზარანდია კარიერას... ყაზახეთში გააგრძელებს - 18 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანმა პსჟ-ს მოუგო, "ატლეტიკომ" - "ლივერპულს".

2. კვირკველიამ "ლოკომოტივის" სასტარტოში საბოლოოდ დაიბრუნა ადგილი.

3. "ბარსელონა" სკანდალის პირას: პრეზიდენტი "ბოტებს" მესის წინააღმდეგ იყენებდა, ლაპორტა ყველას გადადგომას ითხოვს.

4. საქართველოს რაგბის კავშირმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა.

5. დანაკლისი ბელარუსის ნაკრებში - ჩვენს მეტოქეს კაპიტანი, მეკარე და შემტევი გამოაკლდა.

6. თურქმა ფორვარდმა 4 წუთში ორი პენალტი გააფუჭა და მწვრთნელი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.

7. საქართველოს ელჩი "ანკარაგიუჯიუს" ესტუმრა და ლობჟანიძე მოინახულა.

8. milliyet: ლობჟანიძე "ფენერბახჩესთან" გამარჯვების ერთ-ერთი არქიტექტორი იყო.

9. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი გასახდელი მორგს ჰგავდა.

10. "დილამ" ისევ არ გაუშვა გოლი, თუმცა ისევ ვერ გაიტანა.

11. რენიერი მადრიდის "რეალში" პრეზენტაციაზე ატირდა.

12. კლოპი: მაგათთვის 1:0-იც საკმარისი იყო - ჩამოვლენ "ენფილდზე".

13. სპორტული გაზეთი "ლელოს" ინფორმაციით, "ზულტე ვარეგემის" 24 წლის შემტევი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს და კოსტანაის "ტობოლში" 4-თვიანი იჯარით ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად ითვლება, "არკაში" დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, დიდი ალბათობით, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა შენ იცი, ლუკა შვილო, გვასახელე ქართველები ყაზახეთში. მოხარული ვარ, რომ ყაზახეთი ნელ-ნელა ყალიბდება ქართული ფეხბურთის სამჭედლოდ. მოვა დრო და ყაზახეთიდან დაუბერავს ქართული ფეხბურთის აღორძინების ქარი.
გერონტი გერსამია
17:40 19-02-2020
10
აქ თუ ჩამოვა ერთი ეგ არის 1,3 მილიონით აიწევს ეროვნულიკრისტალბეთას ღირებულება თორემ აქ რომ გვყავს ნახევარ მილიონის ფარგლების ღირებულების მოთამაშეები: კოხრეიძე, მალი , ლაკვეხელიანი მაგათ დონემდე კიდევ ბევრი უკლია ლუკას ამ ეტაპზე. რომ აღარაფერი ვთქვა ნინუას დონემდე თამაშზე!!!
იაგო
16:01 19-02-2020
2

სიახლეები პოპულარული