კონცერტზე სიტყვით წარმოშობით ქართველი და ამჟამინდელი რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი თინა კანდელაკი გამოვიდა.
როგორც იცით, ის სპორტული არხის "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი იყო, ამჟამად კი გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.
კანდელაკმა რამდენიმე დღის წინ რუს სპორტსმენებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ამ ქვეყნისთვის მხარდამჭერი სიტყვები მან არც
კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაიბადა, თუმცა 1995 წლიდან რუსეთი ამოირჩია და აქედან მოყოლებული მისი სამშობლოც ეს ქვეყანაა:
"მოგესალმებით ჩვენო დიდი ქვეყნის მოსახლეობავ. მე თინა კანდელაკი ვარ, დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ამოვირჩიე რუსეთი და ამ წლიდან ჩემი სამშობლო რუსეთია, ჩემი სამშობლო საქართველოც არის. ჩვენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვცხოვრობთ რუსეთში, გვაერთიანებდა ის, რომ რუსეთმა მიგვიღო, ვუყვარვართ და მოგვცა შესაძლებლობა მივაღწიოთ მიზანს და არასდროს გვიკრძალავდა და არ დევნიდა ჩვენს კულტურას. ჩვენ რუსები ვართ, ჩვენ ვატარებთ ამ სახელს ღირსეულად, მიუხედავად იმ სირთულეებისა რაც ახლა ხდება. შეეცადნენ, რომ წაერთვათ ჩვენთვის დროშა და ჰიმნი. ჩვენი სპორტსმენები გამოაგდეს პარალიმპიადიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რუსულად ვსაუბრობთ. ჩვენ გამოვიგონეთ ციმბირის წყლულის წამალი, აღმოვაჩინეთ ანტარქტიკა. ჩვენი თეატრი, კულტურა და სპორტი არის მსოფლიოში საუკეთესო დღესაც. ჩვენ ვერ წაგვშლით, როგორც სოციალური ქსელის ექაუნთი, ჩვენ ვართ ერი, რომლის გატეხა შეუძლებელია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეეცდებიან მუხლებზე დაგვაყენონ, მათ არაფერი გამოუვათ, რუსეთი არ დადგება მუხლებზე არასოდეს!“ - აცხადებს თინა კანდელაკი.